Home » ეკონომიკა » მთავრობა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს

მთავრობა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე პოსტკრიზისულ პერიოდზე და ახალი ეკონომიკური პროგრამების შექმნაზე აკეთებს აქცენტს, სადაც ადგილობრივი წარმოების განვითარება მოიაზრება.
„ისეთი წარმოებები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ. ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ გეგმაში ძირითადი აქცენტი ქართული წარმოების განახლებაზე გაკეთდა, მაგალითად, როგორიც არის „აგარის შაქრის“ თავიდან ამუშავება. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, არამედ სხვა მიმართულებებით.” – განაცხადა გახარიამ.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს პრემიერმა პოსტკრიზისულ ეტაპზე კრიზისიდან გამოსვლის სქემების ამუშავება დაავალა და პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარებაც არ გამორიცხა.
” ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ კომპანიებს დავეხმარებით სწრაფად განვითარებაში. ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზეა საუბარი.” – აღნიშნა პრემიერმა.

Facebook Comments
x

Check Also

როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის…

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით ...