Home » მედიცინა » ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას სისხლის ჩაბარებას სთხოვს

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას სისხლის ჩაბარებას სთხოვს

ჯანდაცვის მინისტრი იმ პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევები, მოსახლეობას სისხლის ჩაბარებას სთხოვს.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო იყო პირველი სტრუქტურა, რომელმაც დონაცია გაიღო.
“ყველა სტრუქტურას, ვისაც აქვს საშუალება თავისი დასაქმებულების ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე მოვუწოდებ, რომ სისხლი ჩააბარონ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დღესდღეობით კლინიკებში მკურნალობენ. “- აღნიშნა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დღეს საქართველოში 20 კლინიკაა სრულიად მობილიზებული კორონავირუსიანი და ცხელების მქონე სიმპტომური პაციენტების მისაღებად, შემდეგ დღეებში ამ კლინიკებს კიდევ 9 სტაციონარი დაემატება. რეგიონებში კი 31 კლინიკა მიიღებს ეტაპობრივად ასეთ პაციენტებს.
“ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაუმჯობესებთ ხარისხს და ვცდილობთ, რომ ყველა საჭირო ინვენტარით და პირადი დაცვის საშუალებებით აღვჭურვოთ ექიმები, რომლებიც ზრუნავენ ამ რთული ინფექციით დაავადებულ პაციენტებზე.”- განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...