Home » მთავარი » „არქიმ“ თავდაცვის სამინისტროს რესპირატორები უსასყიდლოდ გადასცა

„არქიმ“ თავდაცვის სამინისტროს რესპირატორები უსასყიდლოდ გადასცა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ თავდაცვის სამინისტროს 1000 ცალი, ენ-95 რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა. კომპანიის წარმომადგენლები მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სიტუაციას საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს.

„არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა რესპირატორები თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ შოთა ონიანს გადასცა. პოლკოვნიკ შოთა ონიანის განცხადებით, რესპირატორები თავდაცვის ძალებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება. თავდაცვის სამინისტროსა და „არქის“ წარმომადგენლები ადგილზე ჯარისკაცებსა და სამხედრო მედიკოსებსაც გაესაუბრნენ, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, ასევე, სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კერძო კომპანიებთან ინტენსიურად თანამშრომლობს და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებას ახორციელებს.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...