Home » ეკონომიკა » ეკონომიკური თვითიზოლაცია ქმნის „ფეთქებად მღელვარებას“

ეკონომიკური თვითიზოლაცია ქმნის „ფეთქებად მღელვარებას“

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

COVID-19  ეპიდემიის ეკონომიკური ბუნება უნიკალური და განსაკუთრებულია. ეპიდემია ძლიერად ურტყამს ეკონომიკას, თუმცა პოლიტიკურ რეაგირების ვარიანტებზეა დამოკიდებული პანდემიის მემკვიდრეობა და ეკონომიკური შედეგები.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ კორონავირუსის გეოპოლიტიკამ აჩვენა ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის უპირატესობები და ნაკლოვანებები, დაგროვილი დისბალანსი და მზაობა, არსებული მოცემულობისადმი მოწყვლადობა და ცვლილებების მოსალოდნელობა.

არსებულ კონტექსტში, ბიზნეს სექტორი აწყდება უპრეცედენტო საოპერაციო და ფინანსურ პრობლემებს, გლობალური მიწოდების ქსელის რღვევასა და ბაზრის რყევებს, საინვესტიციო მიმართულებებისა და მოდელების ცვლილებას, ლიკვიდობისა და ფინანსური სახსრების პრობლემებს, თანაშრომლებისა და კლიენტების შენარჩუნების გამოწვევებს, სოციალურ დისტანცირებასა და ლოკალიზაციის ეფექტებს.

სამწუხაროდ, მსოფლიო ეკონომიკა აღმოჩნდა ისეთ მოცემულობაში, სადაც  ფისკალური პასუხი არაადექკვატურია, ხოლო მაკროეკონომიკური მართვის სტადარტული ინსტრუმენტები არ მუშაობას (tribunemag.co.uk).  პროგნოზით, 2020 წლის მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება. პროცესების განვითარების სცენარი აჩვენებს, რომ: გლობალური GDP -1.8%-მდე დაეცემა, ევროზონის GDP -ს მაჩვენებელი – 4.7%-მდე დაეცემა, აშშ-ის GDP -ს მაჩვენებელი – 2.4%-მდე დაეცემა, ხოლო ჩინეთის GDP -ს მაჩვენებელი კი – 0.5%-მდე დაეცემა (McKinsey).

შედარებით ოპტიმისტურია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ცხადყოფს, რომ მსოფლიო მშპ შემცირდება  –  0.5% -მდე (2.4%-დან). ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი დაეცემა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში და იქნება – 0,1 % – 0.5% დიაპაზონში. მათ შორის შეიძლება აღინიშნოს: ავსტრალია, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კორეა, მექსიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა. მინიმუმადე შემცირდება ჩინეთის (-0.8%) და ინდოეთის -(1.1%) ეკონომიკური აქტივობა (OECD.

აღსანიშნია, რომ ქართული სახელმწიფო ეფექტიანად ართმევს თავს ცენტრალურ ფუნქციებსა და ამოცანებს: წყლის, გაზის, ინტერნეტის, ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის მიმართულებით; ტელესაკომუნიკაციო მომსახურების შეუფერხებელი განხორციელებით; საკვებისა და სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებით; ფარმაცევტული პროდუქტისა და სურსათის მარაგების შექმნით; ეკონომიკური სტიმულირების პროგრამების, სოციალური დაცვის სქემების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და უზრუნველყოფის მიმართულებით.

კრიზისული მოცემულობის, მცირე ბიუჯეტის, მცირე ეკონომიკისა და დიდი სოციალური გამოწვევების პირობებში აღნიშვნის ღირსია სახელმწიფოს მიერ მობილიზებული 2 მლრდ ლარი. რომელიც მიმართულია ეკონომიკის, მოქალაქეებისა და ბიზნესის პირდაპირი დახმარებისთვის. გასათვალისწინებელია ქვეყანაში შემუშავებული კრიზისის მართვის მექანიზმები და სტიმულირების ღონისძიებები, რომელიც ასახულია კრედიტებში (გრანტების ნაცვლად), საგადასახადო შეღავათებში (ამინისტიის ნაცვლად), კომუნალურების დაფინანსებაში (ფულადი სახსრების გაცემის ნაცვლად) და  მოკლევადიან მოქმედებებში (სტრატეგიული მზაობის ნაცვლად) .

არსებითია ითქვას, რომ პოლიტიკის მაკროეკონომიკური რეაქციები და საზოგადოების მოთმინების კოეფიციენტები მოკლევადიან პერსპექტივაში რაციონალურია, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ქვეყანა საჭიროებს ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადაწყობას. რაც მოიცავს მიწის დამუშავებიდან ციფრულ ქვეყნის მოწყობამდე კონკრეტულ მიდგომებს და მიზნობრივ პროგრამებს (ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადაწყობას პოლიტიკური ინსტრუმენტები და ახალი პოლიტიკური კლასი სჭირდება).

ჯამში, პანდემიის ეკონომიკური კონტურების განსაზღვრის საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ:

  1. „კორონავირუსის ეკონომიკური გავლენების მართვა საჭიროებს საკმარის ლიკვიდობას, ბიზნესის საინვესტიციო საჭიროებების გადაფარვისა და აქტივობის განხორციელებისთვის (europa.eu). არსებულ მოცემულობაში, მთავრობებმა უნდა ხარჯოს, სანამ არ დაიწყება საქმიანი და სამომხმარებლო აქტივობა. თუმცა, არსებობის რესურსის შემცირება პანდემიისადმი მდგრადობას არ ზრდის. ამიტომ, ქვეყანას სჭირდება სისტემა, რომელიც წარმოების იმგვარად შემცირებას შეძლებს, რომ არსებობის რესურსი არ გაქრეს;
  2. კვლევები ადასტურებს, რომ არსებული გამოწვევების ძირითადი პასუხი არის იზოლაცია, დისტანცია, ხარჯი და დახმარება. თუმცა, ასევე აღვნიშნავ, რომ დღეს გვჭირდება ეკონომიკის რესურსების დიდი ნაწილის დემობილიზაცია რათქმაუნდა სოციალური იზოლაციისა და დისტანციის ჩარჩოებში. თუ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს აქვს „shut down” რეჟიმში ყოფნის ეკონომიკური რესურსი, ჩვენ ამ მასშტაბის რესურსი არ გვაქვს;
  3. პოლიტიკურ სივრცეში გაჟღერებული ინფორმაცია უნდა ქმნიდეს ინფორმაციულობას. მართალია პოლიტიკური სიტყვა ინტენსიურად ისმის, თუმცა საზოგადოება ინიციატივიან და აკადემიურ პირებს უსმენს;
  4. მატერიალიზებული რისკების შესუსტების მიზნით, პოლიტიკა უნდა გაანალიზდეს ეკონომიკურ კონტექსტში, ხოლო ეკონომიკა ტექნოლოგიურ და პროგრამულ კონტექსტში. ქვეყანა საჭიროებს ციფრული გარემოსა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას. განვითარების ფორმატის სლოგანი უნდა იყოს „ციფრული ეკონომიკა სიღარიბისა და უთანასწორობის წინააღმდეგ“. ხოლო რეალიზების საფუძველი კი სახელმწიფო პროგრამები, ციფრული პროექტები, აქტივიზაციის პროგრამები და პრაქტიკული ღონისძიებები;
  5. დღეს, ერის სოციალურად არსებობის საკითხი დგას. სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას, სოციალური დაცვის სქემებს, კრედიტებს და დაფინანსებას, ხელშეწყობასა და ზრუნვას. სოციალურ გამოწვევებში მყოფი მოსახლეობისთვის, ეკონომიკური თვითიზოლაცია და არასაკმარისი სოციალური დაცვის სქემები ქმნის „ფეთქებად მღელვარებას“. ამიტომ, ეპიდემიის ხანგრძლივობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ მღელვარებას წერტილი  დაესვას;
  6. ეკონომიკური თვითიზოლაციის პროცესში, მეტად ფასეული გახდა ქართული რესურსი (ქართული პროდუქტი, ქართული მიწა, ქართული ტექნოლოგიები, ქართველი მეცნიერები, ქართველი ექსპერტ-ანალიტიკოსების რეკომენდაციები და ა.შ.). ბუნებრივია, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს მოქალაქეც, ბიზნესიც და პოლიტიკაც;
  7. პანდემიის მემკვიდრეობა პროვოცირებს სტრუქტურულ ცვლილებებს. ახალი მოცემულობის პოტენციალშია ახალი ბიზნეს მოდელების ფორმირება, შემოსავლის ახალი წყაროების წარმოქმნა, ეკონომიკური მიმართულებების ცვლილება; ხაზგასასმელია, რომ დისტანცირების ფორმატი არღვევს კაპიტალის ფორმაციას და ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას; ფაქტობრივად, ეპიდემიის  განვითარების შესაძლო სცენარი სტრუქტურულ ცვლილებებს ასახავს. აღნიშნული კი გამოყენებული უნდა იქნას რეგენერაციის, ცვლილებების განხორციელებისა და ინსტიტუციური ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით;
  8. ეკონომიკური თვითიზოლაციის მოზაიკის საკვანძო ნაწილი უნდა იყოს მართვადი და უმართავი პროცესების სცენარების განსაზღვრა. ანტიკრიზისული სცენარების შემუშავება უნდა მოიცავდეს, როგორც „დახმარების კომპონენტს“, ასევე კრიზისიდან სარგებლის მიღების მიზნობრივ აქტივობებს (გლობალურ ასპარეზზე); ინსტიტუციების ეფექტიანობის განსჯა შესაძლებელია ეკონომიკური ეპიდემიის დაძლევის აკადემიური გზებით, მიღწეული შედეგების საზოგადოებრივი კონტროლით,  კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის ზრდით. ინსტიტუციები და პოლიტიკური ინსტრუმენტები  მიმართული უნდა იქნას ინოვაციების შედეგებზე (პატენტი, ნოუ-ჰაუ, საავტორო უფლებები, პროდუქტიულობა, გლობალურ ბაზარზე ლიდერობა), რაც მხარდაჭერილი უნდა იქნას პოლიტიკური პირობებით. ჯამში, კრიზისისადმი იმუნიტეტს ქმნის ეფექტიანი მართვა.

 

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...