Home » მთავარი » ოდიშარია ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე

ოდიშარია ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას თქმით, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხში საერთო კოორდინირების გარეშე გადადგმული ყველა ნაბიჯი საღ აზრს არის მოკლებული.

„როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება აჩვენებს წინმსწრებად მზადებას და მზაობას იმისას, რაც ცივილიზებულმა სამყარომ, ევროპამ „აღმოაჩინა“ შედარებით გვიან ვიდრე საქართველომ, ვფიქრობ ყველანაირი ინტერვენცია, რომელიც არ არის საქმიანი, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო კოორდინაციასთან, არის აბსოლუტურად მოკლებული საღ აზრს და ვფიქრობ ეს არის დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ ტვ ,,იმედის” გადაცემა „ღია ეთერში“.

,,ამ პერიოდში, ამ გამოწვევისას, რომელსაც ყველა ერთად ვუმკლავდებით, როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში, ყველა ის ადამიანი ვინც ახლა მოქმედებს გეგმის მიღმა, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, მოქმედებს კეთილი თუ ბოროტი განზრახვით, ცალსახად ეს არის კონტრპროდუქტიული” – ასე უპასუხა ბექა ოდიშარიამ შეკითხვას, სპეკულირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველების უცხოეთიდან დაბრუნების თემით.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...