Home » მთავარი » “79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხვალ, 10 აპრილს შედგება რეისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დოჰაში, რომლის უზრუნველყოფას ახდენს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში, 79 ბავშვის საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. მისივე განცხადებით, მათმა მშობლებმა გამოთქვეს ამის სურვილი.

„მე მინდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო. ასევე, რა თქმა უნდა, საელჩოს საქართველოში, მის სრულ შემადგენლობას, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა მადლობა გადავუხადო.

გარდა ამისა, ჩვენ, ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად ვითანამშრომლეთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით და ამერიკიდან გამოვიყვანთ ასევე, სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, ასევე სკოლის მოსწავლეებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...