Home » მთავარი » სანქციების დაკისრება ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაუშვებელია

სანქციების დაკისრება ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაუშვებელია

დავით ჭიჭინაძე ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოსახლეობისთვის სანქციების შეჩერებას ითხოვს და მთავრობას ფორსმაჟორული სიტუაციისთვის სახელმწიფოს პოლიტიკის შემუშავებას ურჩევს.

მისი  განმარტებით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი პირებისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრება გრძელდება, რაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაუშვებელია.

პოლიტიკოსი აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის დროებით შეჩერების ულტიმატუმს აყენებს. მისი თქმით, გამოსახლების გარდა ყველა პუნქტი მოქმედებს, რაც ამ მდგომარეობაში დაუშვებელია.

“ფორსმაჟორი გულისხმობს შეჩერებას. ეს არის დაუძლეველი წინააღმდეგობის ძალა. ეს არის: ომი, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და საგანგებო სიტუაცია. თუ ხელისუფლება ქვეყენაში ეკონომიკის მუშაობას ვერ უზრუნველყოფს – ეს მათი ბრალია. ადამიანებს უბრალოდ ფული წაართვა, ეს არ არის ეკონომიკა,”- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...