Home » ეკონომიკა »  „საბიუჯეტო დახმარებები იქნება და ვფიქრობ, იქნება საკმარისი“

 „საბიუჯეტო დახმარებები იქნება და ვფიქრობ, იქნება საკმარისი“

ირაკლი კოვზანაძე: საბიუჯეტო დახმარებები იქნება და იქნება საკმარისი

 „საბიუჯეტო დახმარებები იქნება და ვფიქრობ, იქნება საკმარისი“

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია.

„პროცესში, როგორც იცით, ჩართულია სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი,  აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, KfW, AFD.  ამ კუთხით, უახლოეს დღეებში პირველი განცხადებას გააკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თავს შევიკავებ კონკრეტული ციფრის დასახელებისგან, ვინაიდან ეს  მთავრობის პრეროგატივაა-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

„ფინანსური დახმარებებიდან ნაწილი განკუთვნილია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ნაწილი ეროვნული ბანკის რეზერვების შესავსებად, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა – რაზეც  კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტი იმუშავებს“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...