Home » მედიცინა » კამელინი- ძლიერი იმუნიტეტი ებრძვის ვირუსს

კამელინი- ძლიერი იმუნიტეტი ებრძვის ვირუსს

„კამელინი“ ბუნებრივი წარმოშობის იმუნომოდულატორია, რომელიც გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში მწვავე და ქრონიკული ინფექციების, სიმსივნური და სხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. ასევე, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა იმუნიტეტის გაძლიერება. პრეპარატის გამოყენება ეფექტურია როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკური მიზნით!

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც წელიწადში დაახლოებით 3-5 მილიონი ადამიანი ავადდება (არ იგულისხმება ეპიდემიები და პანდემიები).

რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან: ორსულები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს ზევით მყოფი ადამიანები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „კამელინის“ კაფსულებს ახასიათებს არა მარტო ანტივირუსული მოქმედება, არამედ იმუნური სისტემის გამაძლიერებელი თვისებაც, რაც საუკეთესო პრევენციული საშუალებაა დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

– ქალბატონო თამარ, როგორ მოქმედებს „კამელინი“ მწვავე ვირუსულ ინფექციებზე?

თამარ ცერცვაძე (ფარმაცევტულ-სამეცნიერო კომპანია „კამელინის“ ექიმი კონსულტანტი)

-რესპირატორული ინფექციების პერიოდი უკვე წელიწადის ნებისმიერ დროს არის, მაგრამ მისი სიხშირე განსაკუთრებით დიდია შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხულის პირზე. ასეთ დროს იმუნომოდულატორების მიღება ძალიან კარგი და მიზნობრივია, განსაკუთრებით კი – ბუნებრივი წარმოშობის, ისეთის, როგორიც „კამელინია“. მისი მიღება სასურველია არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, ასევე პროფილაქტიკის მიზნით, რათა თავი დავიცვათ დაინფიცირებისგან.

პროფილაქტიკის მიზნით, თუ ინფექციებისგან თავის დაცვა გვსურს, შეგვიძლია, მივიღოთ კაფსულები. როდესაც გავდივართ გარეთ ან ბავშვი მიგვყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლაში, ბაღში, კარგია მალამოს თხელი ფენის წასმა ცხვირზე. შესაძლოა, ვირუსმა მაინც გადალახოს იმუნური საზღვარი, მაგრამ როდესაც „კამელინით“ ვაძლიერებთ იმუნიტეტს ან უკვე ავადობის დროს ვიყენებთ, ასეთ შემთხვევაში, ის ეხმარება ადამიანს და ავადობაც მსუბუქად მიმდინარეობს.

ყოველთვის ვამბობ, რომ ბავშვებს არ სჭირდებათ ხელოვნური იმუნომოდულაცია, განსაკუთრებით პატარა ასაკში. მაგრამ არსებობს მდგომარეობა, როდესაც „კამელინის“ მიღება აბსოლუტურად მისაღებია, ოღონდ მივცეთ მოკლე კურსად – დაახლოებით, 10 დღე. მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს ხშირად თან ახლავს როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული წარმოშობის მრავალი სახის გართულება. ყველაზე ხშირია პნევმონია, რომელსაც იწვევს სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიები, ასევე ვითარდება რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ოტიტი. ამ შემთხვევებში საუკეთესო შედეგი მიიღწევა „კამელინფლუს“ (სპრეი) და „კამელინ მ 2-ის“ ერთობლივი გამოყენებით. „კამელინფლუ“, ასევე, გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ინფექციური დაავადებების – ფარინგიტის, ლარინგიტის, სტომატიტის, წყლულოვანი გინგვინიტის დროს, გვერდითი მოვლენების გარეშე.

„კამელინის“ პროფილაქტიკური თვალსაზრისით გამოყენება თავიდან აგაცილებთ მრავალი სახის დაავადებას. მონრეალის, ლედი დევისის შიდსისა და ვირუსული დაავადებების ცენტრის კვლევებით, ჯერ კიდევ წლების წინ დადგინდა, რომ პრეპარატ „კამელინის” ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი მთლიანად აინჰიბირებს (აჩერებს) ფერმენტის – ნეირამინიდაზას აქტივობას. ეს კი ვირუსის ჯანმრთელ უჯრედში შეღწევის უნარის დაკარგვას იწვევს. იმ შემთხვევაში კი, როცა ვირუსი უკვე უჯრედშია, ხელს უშლის მის გამოსვლას ინფიცირებული კერიდან და სხვა უჯრედებზე გავრცელებას. ამავე დროს, ორგანიზმის იმუნიტეტს საშუალებას აძლევს, გაანადგუროს უჯრედში ლოკალურად შემოჭრილი ვირუსები. რაც ყველაზე მთავარია, „კამელინის“ საშუალებით, ვირუსს ხელი ეშლება, თავისი დამანგრეველი გენეტიკური მონაცემები ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედში ჩანერგოს. თამარ ცერცვაძე: იმუნიტეტი ერთ-ერთი ძვირფასი რამაა, რაც ბუნებამ ადამიანს უბოძა

იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანის ორგანიზმს არ გააჩნია მზაობა, რომ შეებრძოლოს სხვადასხვა მიკროორგანიზმსა თუ დაავადებას, მისი ხანგრძლივი დაქვეითება კი ზრდის სიმსივნური უჯრედების განვითარების რისკს.

კამელინი“ კი ძალიან მაღალი ბიოლოგიური აქტივობის რამდენიმე ბუნებრივი ნაერთის ერთობლიობაა და მისი გამოყენება იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან, პროფილაქტიკური მიზნით „კამელინის“ კაფსულების მიღება ვირუსული ინფექციებისგან (გრიპისგან) თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. „კამელინის“ წინაკლინიკურმა და კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა მისი, როგორც ციტოტოქსიკური მოქმედება უშუალოდ სიმსივნეზე, ასევე იმუნური ზედამხედველობის გაძლიერება სიმსივნურ პროცესებზე. „კამელინი“ ასუსტებს ქიმიოთერაპიით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს.

„კამელინით“ მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს სიმსივნის რეციდივირებისა და მეტასტაზების წარმოქმნის რისკს. ონკოლოგიური დაავადებების დროს აუცილებელია, ჩატარდეს მკურნალობა ყველა საჭირო საშუალებით. მათთან შერწყმული „კამელინით“ მკურნალობა კი ამცირებს ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის გვერდით მოვლენებს.

⚜ ,,კამელინის” შეძენა შეგიძლიათ თბილისის ნებისმიერ აფთიაქში, მოიკითხეთ ფასდაკლების დღეებში
🔶 კონსულტაციას მიღების წესისა და დოზირების შესახებ გაგიწევთ ჩვენი ექიმი შემდეგ სატელეფონო ხაზზე: 599331089 ან 599230333


🔷 ,,კამელინი“ – ჯანმრთელობა მთელი ოჯახისთვის

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...