Home » ბლოგი » რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის – რატომ იხურება კლინიკები…

რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის – რატომ იხურება კლინიკები…

რატომ იხურება საქართველოში კლინიკები კორონავირუსის გავრცელების გამო

მაია ცომაიას ბლოგი

მოგეხსენებათ, სტატისტიკით გასულ წელს, 11 სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე მხარჯავ უწყებად დასახელდა. თუმცა ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდა არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მის გადასაწყვეტად ბევრმა ქვეყანამ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენა.

დაიწყო რეფორმები, თუმცა ჩემთვის დღემდე უცნობია ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, ჯანდაცვის თუ როგორი მოდელი გვინდა გვქონდეს, როგორია სისტემის ორიენტირები, ან საით მივდივართ? მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რომელიც არ უნდა იყოს დამოკიდებული ზეპარტიული კონსესუსის თემა და საგანი.  საქართველოში კლინიკების 90% არის კერძო და 10% სახლმწიფო. საზოგადოებაში კვლავ განხილვის თემაა სამედიცინო სფეროში არსებული ვერტიკალური ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე  დაწესებულებების მთავარი მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა, მათ არ ანაღვლებთ დაავადებათა პრევენცია თუ პაციენტთა დროული მკურნალობა. პირიქით, რაც უფრო დიდხანს დარჩებიან მათთან პაციენტები, რაც მეტ მომსახურებას მიიღებენ, გამოკვლევებს ჩაიტარებენ და მედიკამენტები დაენიშნებათ, მით მეტად გაიზრდება კომერციული დაწესებულებების მოგება. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ბევრი ასეთი დაწესებულება ფარმაცევტული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს, რაც დამატებით ზრდის ჩვენს ეჭვებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ აიკრძალებოდა, მაგრამ არა საქართველოში. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები ფარმაცევტული კომპანიების პირდაპირი ორგანიზაციული დაქვემდებარების ქვეშ არ იმყოფებიან, მათში დასაქმებული ექიმები ადვილად ახერხებენ ფარმაცევტულ კომპანიებთან „შეკვრას“ .ქრონიკული არაგადამდები დაავადებების ტვირთი მოსახლეობაში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ჯანდაცვაზე დანახარჯების სწრაფი ტემპებით მატებას და ჯანდაცვის სისტემის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების გაზრდას.

რატომ იხურება საქართველოში კლინიკები კორონავირუსის გავრცელების გამო? 

კრიზისული სიტუაცია აუცილებლად გამოავლენს ყველა იმ პრობლემებს, რაც ქვეყანას აქვს! იმედია სწორედ ამ პრობლემების გამოსწორება იქნება მთავარი პუნქტი, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის უწყება დაისახავს!

აღნიშნულ თემას გამოეხმაურა ჩემი ბლოგის ხშირი სტუმარი ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, თსსუ-ს საპატიო დოქტორი ირმა კვიცარიძე

ირმა კვიცარიძე 

-შევეცდები ყველა პრობლემას შევეხო. პირველ რიგში ვხედავ, რომ ჩემი კოლეგები-მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან დაუცველები და განწირულები! მხოლოდ ერთეული საჩვენებლი შემთხვევა არ კმარა! საქართველოში კლინიკების 90% არის კერძო და 10% სახლმწიფო! სახლმწიფო არ იცნობს კერძო კლინიკების არც შიდა სტუქტურას, არც მუშაობის ტაქტიკას და არც შენობების ინფრასტრუქტურას. უკანასკნელ წლებში საქართველოში არსებულმა სიტუაციამ ხელი შეუწყო სოკოებივით მომრავლებულ კერძო კლინიკებს, ვინ რას აკეთებს და რატო აკეთებს არავინ იცის. იმედი მაქვს სახლმწიფო ამისათვის მოიცლის.

ავსტრიაში კლინიკების 70% არის სახლმწიფო ,30 % კერძო და ეს კერძო კლინიკებიც სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. კონტროლდება არის თუ არა კლინიკის სამშენებლო რეგულირება დაცული, ხდება თუ არა სახლმწიფოს მიერ დაშვებული სტანდარტით მკურნალობის თუ გამოკვლევების ჩატარება. სტანდარტს ადგენს სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკები, ასევე ისინი ახდენენ ექიმების მომზადება-გადამზადებას. სწორედ ეს კლინიკებია ყველაზე ძლიერი ნორმალურ და წარმატებულ ქვეყნებში, სადაც სამედიცინო სისტემა გამართულად მუშაობს.კრიზისულ სიტუაციაში ხელისუფლება დროის დაკარგვის გარეშე აკონტროლებს სახლმწიფო სტრუქტურებს, რამეთუ კარგად იცის მისი რესურსის და შესაძლებლობების შესახებ. საქართველოს მსგავს ქვეყნებში კი 90% კერძო კლინიკებთან მოლაპარაკებებში, ინფორმაციის მოპოვებაში იკარგება დრო, რაც პანდემიის დროს ფასდაუდებელია. ვიცი აქვე დაიწყებთ დისკუსიას, ისეთ კლინიკებზე რომელთა ქსელმა მოიცვა მთელი საქართველო, მაგალითად ევექსი და ა.შ. აქაც თავს ნუ შეიწუხებთ არგუმენტებით, განსაკუთრებით ჩემთან! მსგავსი კერძო სამედიცინო ქსელების არსებობა სახელმწიფოში, სადაც არ არსებობს ძლიერი სახლემწიფო სამედიცინო სტრუქტურა არის დიდი შეცდომა, რამაც სწორედ ის ვითარება შეგვიქმნა, რაც დღეს გვაქვს.
2. ტრიაჟი- პაციენტების გადარჩევა უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ კარვებში. სადაც პაციენტს უკეთდება ტესტირება,იქვე მიმდინარეობს მისი გამოკითხვა-ეპიდემიოლოგიური ანალიზი. პაციენტის ეკიპირება: ნიღაბი, ხელთათმანი და ერთჯერადი ხალათი, მიუხედავად ტესტის პასუხისა მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი გადაყვანა სპეციალურ განყოფილებაში ან სპეცილურ კლინიკაში.

– ამდენმა კერძო კლინიკამ რა ქნას, როგორ მიიღოს პაციენტები?

– კერძო კლინიკებში პაციენტები  სახელმწიფო სტრუქტურაში შემოწმების შემდეგ უნდა გადაიყვანონ ამჯერად სხვა გამოსავალი არაა! გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირველადი ჯანდაცვის რგოლს, კარგად გამართულ სისტემას, რაც ასევე სრულად სახელმწიფო დაქვემდებარებაში უნდა იყოს. პაციენტების უმრავლესობის 80% ის ბინაზე მართვა, ნიშნავს საავადმყოფოს სექტორის განტვირთვას, ხარჯების შემცირებას, იზოლაციის პრობების უკეთ დაცვას.
ასევე ნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცნო დახმარების კორდინირებული მუშაობა ტრიაჟის კლინიკებთან. აქ აღარ ვისაუბრებ სასწრაფოს მანქანების სპეციალურ ჰიგიენურ დამუშავებაზე, ფილტრების ყოველდღიურად გამოცვლის ჩათვლით.
3. ყოველ დღე კლინიკებში უნდა მოწმდებოდეს მომუშავე პერსონალი!  ყოველ დღე უნდა ხდებოდეს სწრაფი ტესტირება! ტესტის შედეგის მიხედვით დაიშვან სამუშაოდ! 8 საათიანი სამუშაო დღე! გადაღლილი მედპერსონალი არის უნებლიედ ვირუსის გავრცელების წყარო!
4. სამედიცინო უნიფორმა, ხარისხიანი, საკმარისი ყველასთვის!
5. სამედიცინო პერსონალის რეგულარული (მიუხედავად იმისა გავლი აქვს თუ არა ეგრეთწოდებული ტრენინგი, ყველა თანამშრომელმა კვირაში ერთხელ თავიდან უნდა გაიაროს სწავლება!) მომზადება, როგორც უნიფორმის ჩაცმის , გახდის წესების, ისე პაციენტთან ურთიერთობის!
6. გადაიხედოს ცხელების კლინიკების ინფრასტრუქტურა, ვენტილაციის სიტემა და ა.შ.
7. ჰიგიენური ნორმების დაცვა, კლინიკების დასუფთავება-დასუფთავების სამსახურის მომზადება.
8. მოსახლეობის ინფორმირება მუდმივად, ჰიგიენის ნორმების შესახებ ! თვითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა გადამწყვეტია შედეგისათვის.
9. „დარჩი სახლში“-ამისათვის საჭიროა სახლემწიფოს მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის გეგმა. თუ როგორ უზრუნველყოფს ის ყოველდღიურ შემოსავალზე დამოკიდებული ადამიანების დაყოლიებას- დაემორჩილოს მოწოდებას- „დარჩი სახლში“! როგორ აქვს გადაჭრილი ხელისუფლებას შიმშილის პრობლემა!
10. შეიზღუდოს მაქსიმალურად თავშეყრის ადგილებში ადამიანთა ჯგუფების რიცხობრივი შემადგენლობა!
11. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა გახდეს ადამიანებისათვის საფრთხე!
12. ყველა სუპერმარკეტში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ შენობაში, სადაც სხვა ადამიანები იმყოფებიან გადაადგილება უნდა იყოს სავალდებულო, ხარისხიანი ნიღბებით.
13. სკოლების და უმაღლების სასწავლებლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და ამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
14. ეკლესია! მესმის ხშირად სიტყვა მორწმუნე! ნუ გგონიათ ის ხალხი და ის რელიგიები უღმერთო,არაეკლესიური თუ ურწმუნო, ვინც სახელმწიფოს ემორჩილება. თუ ქდაგებთ, რომ ღმერთი ყველგანაა, მაშინ თქვენი მრევლის საკეთილდღეოთ „დახურეთ“ ეკლესიის კარი და მოუწოდეთ მერევლს ილოცოს სახლებში სადაც ყველგან მყოფი ღმერთია. როცა ადამიანი კლინიკაშია, ვიდრე პალატის კარი გაიღება და ექიმი შემოვა, შველას ღმერთს თხოვს, დაინახავს რა ექიმს, შველას ექიმს თხოვს. ისე ნუ გააკეთებთ, რომ სამედიცინო რესურსის არარსებობის გამო პაციენტის პალატის კარი ვეღარ გაიღოს და ადამიანი ღმერთის ანაბარა დარჩეს.
15. სოლიდარობა! მეზობლის , ნაცნობის, უცნობის ყველას მიმართ ვისაც შენი მოქალაქის დახმარება სჭირდება.

პს. ეს ის მთვარი პუნქტებია, რომელთა არ ან ვერ შესრულება სამომავლოდ კიდევ ბევრ კლინიკას დახურავს!

წყარო – vog.ge

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი- ვირუსული ინფექციებისთვის – დაიცავი თავი!

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც წელიწადში დაახლოებით 3-5 მილიონი ადამიანი ავადდება (არ ...