Home » მთავარი » „ხელისუფლება ჩვენგან ქრისტეს უარყოფას არ ითხოვს…”

„ხელისუფლება ჩვენგან ქრისტეს უარყოფას არ ითხოვს…”

თეოდორე გაგნიძე

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლი

„ხელისუფლება ჩვენგან ქრისტეს უარყოფას არ ითხოვს. არამედ იგი მოსახლეობას, ჩვენ გვიფრთხილდება, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ. ვირუსულ დაავადებას, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელს მსოფლიოში და მადლობა ღმერთს, ჩვენთან ეს სახე ჯერ არ მიუღია, არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაენი, ჩვენი სისხლი და ხორცი, მით უმეტეს ასაკოვანი ადამიანები, ამიტომ, ეს მორჩილება სწორედ ის მორჩილებაა, რომელსაც წმინდა წერილი გვავალდებულებს, პავლე მოციქული, ზოგადად, ის სული, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია.

გარდა ამისა, ჩვენ ვითვალისწინებთ საპატრიარქო რეგულაციებსაც, რადგან ჩვენ ეკლესიის წიაღში ვმოქმედებთ და ეკლესიის გარეთ, მღვდელი აღარ არის მღვდელი. მერე ეს ადამიანი აღარ არის მრევლის წევრი და ეკლესიის წიაღში. რაც შეეხება აღდგომის საკითხს, ეს არის თემა, რომელსაც საპატრიარქო და ჩვენი ხელისუფლება არკვევს. ჩვენც ველოდებით მათგან პასუხს. ქრისტემ დაგლოცოთ, დაგვიფაროს უფალმა ამ გამსაცდელის ჟამს. მოგვცეს შინაგანი რესურსი იმისა, რომ ჩვენ არაფერმა გარეგანმა არ დაგვაშოროს „სიყვარულსა ქრისტესა“

Facebook Comments
x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...