Home » მთავარი » თამარ ტალიაშვილმა StopCov ფონდში 10 ათასი ლარი გადარიცხა

თამარ ტალიაშვილმა StopCov ფონდში 10 ათასი ლარი გადარიცხა

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფონდში StopCov 10 ათასი ლარი გადარიცხა. (ამის შესახებ, დეპუტატის სამაჟორიტარო წარმომადგენლობიდან აცნობეს.)

დეპუტატი ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში, მათ შორის მარტოხელა მოხუცებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის თბილისის საკრებულოს აქციაში. ასევე, მისი ინიციატივით, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახებისათვის საკვები პროდუქტების ვაუჩერების გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატმა გაიარა წითელი ჯვრის გადამზადების სპეციალური კურსი, რათა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მოხდეს პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...