Home » მთავარი » :არაფრის შეგეშინდეთ! ტაძრებში მიდის ხალხი, რომ უფალმა შეაჩეროს ეს პანდემია…”

:არაფრის შეგეშინდეთ! ტაძრებში მიდის ხალხი, რომ უფალმა შეაჩეროს ეს პანდემია…”

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი: კლდესავით დგას ჩვენი 87 წლის პატრიარქი, რომელიც წირვა-ლოცვას არ ტოვებს

,,კლდესავით დგას ჩვენი პატრიარქი, რომელიც სიმტკიცის მაგალითს აძლევს ერს, 87 წლის ადამიანი წირვა-ლოცვას არ ტოვებს’’, – ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა 16 აპრილს, დიდ ხუთშაბათს , ხულოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე სპირიდონმა ევქარისტიის საიდუმლოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლი და ხორცი, რომელსაც მორწმუნეები იღებენ ზიარებისას, სრული ქრისტეა.

,,ჩვენ როცა ვეზიარებით, ვიღებთ ქრისტეს და ვხდებით ქრისტეშემოსილები, ანუ ღმერთშემოსილები. ის არის მაკურნებელი სულისა და ხორცისა, უფალი აღადგენდა მიცვალებულებს, კურნავდა სნეულებს, ამიტომ, არაა გასაკვირი მორწმუნე ხალხის დიდი ლტოლვა ეკლესიისკენ საზიარებლად ყოველთვის და განსაკუთრებით აღდგომა დღეს, ვინაიდან აღდგომა არის სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე და რწმენით მოსული ადამიანი ყოველთვის განიკურნება.

სხალთის მთავარეპისკოპოსი ქადაგებისას მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო:

,,ასეთ დროს, პირიქით, ტაძრებში მიდის ხალხი, რომ უფალმა შეაჩეროს ეს პანდემია. აღდგომის მადლმა განაქარვოს ეს განსაცდელი, არაფრის შეგეშინდეთ! ”

მეუფე სპირიდონის ქადაგება. მიმდინარე მოვლენების შესახებ. დიდი ხუთშაბათი. 2020 წლის 16 აპრილი. ხულოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარი.

Gepostet von ღმერთი სამშობლო ადამიანი am Donnerstag, 16. April 2020

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...