Home » ეკონომიკა » დღეს ეროვნული ბანკი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშეა…

დღეს ეროვნული ბანკი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშეა…

ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

ყველა კარგად ვხედავთ, რომ კორონავირუსის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკას უკვე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, რამაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის, ფაქტობრივად, გაჩერება გამოიწვია. ამ ყველაფრის ფონზე ეროვნულ ბანკი თავისი არსებობიდან დღემდე ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას.

როგორც ვიცით ქვეყანაში ინფლაცია 6.4 პროცენტია, რაც მის მიზნობრივ მაჩვენებელზე 3 პროცენტზე გაცილებით მეტია. სწორედ ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გასულ თვეს რეფინასირების განაკვეთი, ანუ ფულის ფასი ისევ მაღალ ნიშნულზე 9 პროცენტზე შეინარჩუნა. ძვირი ფულის პოლიტიკის მიზანი, რასაკვირველია ერთმნიშვნელოვნად ინფლაციის დონის შემცირებაა, თუმცა ამას აქვს უარყოფითი მხარეც, რაც გულისხმობს ეკონომიკური აქტივობების შემცირებას.

რა მდგომარეობაა დღეს?

როგორც აღვნიშნე კორონავირუსმა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შეამცირა. როდესაც ეკონომიკური აქტივობა მცირდება ეს გულისხმობს იმას რომ საქონლისა და მომსახურების მიმდინარე გამოშვება  ქვეყნის პოტენციურ მთლიან შიგა პროდუქტზე დაბალია, რაც წარმოქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნეგატიურ გეფს. აღნიშნულ ქმედებს უმეტესწილად მოსდევს ქვეყანაში ინფლაციის კლება და უმუშევრობის დონის მატება.

და სწორედ აქ აწყდება ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან გამოწვევას. გამომდინარე იქიდან რომ მშპ-ს უარყოფითი გეფი ინფლაციის დონეს ამცირებს, მეორეს მხრივ ეროვნული ბანკიც ატარებს ისეთ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ასევე თავის მხრივ მოქმედებს ინფლაციის შემცირებაზე. ანუ გამოდის, რომ ეს ორივე ფაქტორი აიძულებს ინფლაციას შემცირდეს, მაგრამ ამ ორივე ფაქტორის ზეწოლა ინფლაციაზე ისეთი მძლავრია, რომ ამ პროცესებმა შეიძლება საერთოდ დეფლაცია გამოიწვიოს ქვეყანაში. დეფლაცია კი ისევე როგორც ინფლაცია მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს მაქსიმალურად ფრთხილი პოლიტიკა და ამ მხრივ მნიშვნელოვანია რომ მან რეფინანსირების განაკვეთი ანუ ფულის ფასი შედარებით შეამციროს, რათა ეკონომიკური აქტივობა გაჩნდეს ქვეყანაში. თუ ჩვენ ისევ შევინარჩუნებთ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ამან სავსებით შესაძლებელია, რომ ქვეყანა ცუდიდან უარეს მდგომარეობაში ჩააგდოს, რაც როგორც აღვნიშნე ნიშნავს დეფლაციას და თავის მხრივ, უმუშევრობის დონის კიდევ უფრო მატებას.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...