Home » ეკონომიკა » თვითდასაქმებულმა ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ იზარალა, როგორ დაამტკიცოს?

თვითდასაქმებულმა ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ იზარალა, როგორ დაამტკიცოს?

ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

მთავრობის ატიკრიზისული გეგმა, მინდა შევეხო რამდენიმე ძირითად მოცემულობას. დანარჩენი უკვე შემდეგ პოსტებში.

1) უმუშევრად დარჩენილი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს 6 თვის განმავლობაში, სულ 1200 ლარს. დღეის მონაცემებით შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 206 ლარს შეადგენს. ანუ საარსებო მინიმუმზე ნაკლებს ვაძლევთ ადამიანს. ანუ ოჯახში მაგალითად თუ ერთი კაცი მუშაობდა და ჰქონდა 1000 ლარი ახლა კომპესაციით მიიღებს 200 ლარს

2) თვითდასაქმებულები, რომლებმაც იზარალეს ამ ყველაფრის გამო, ერთჯერადად სახელმწიფოსგან მიიღებენ 300 ლარს,ვიმეორებ ერთჯერადად. აქ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამ თვითდასაქმებულმა ჯერ უნდა დაამტკიცონ, რომ იზარალეს. როგორ დაამტკიცოს? დედაზე დაიგინოს? და იმ ფონზე როცა თვითდასაქმებულთა უმრავლესობა ინახავდა ოჯახს თავისი საქმიანობით, მაგალითად, ბოსტნეულის გამყიდველები, რომლებმაც აკრძალვების გამო შეწყვიტეს საქმიანობა და თავიანთი პროდუქტი ბევრმა უბრალოდ ნაგავში გადაყარა რადგან მალფუჭებადია, 300 ლარს ვაძლევთ კომპესაციას?

3) მრავალშვილიან ოჯახს 600 ლარით დავეხმარებითო. ეს ცოტა უნდა გავშალოთ, მაგალითად, დღეს ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი არის 365.1 ლარი, ეს სტატისტიკურად, თუმცა სინამდვილეში: საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა 2018 წელს – 208.7 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის – სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, განათლება, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით თუ გამოვიანგარიშებთ, გამოდის, რომ ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 834.8 ლარი დაჯდება. ჩვენ კი 600 ლარს ვაძლევთ მათ.

და ბოლოს. შეიძლება თქვენც, როგორც მთავრობამ თქვათ, რომ ჩვენ გვაქვს შეზღუდული ეკონომიკა და მეტის საშუალება არ გვქონდაო. რავიცი, ასეთ გაჭირვებაში რომ ისევ ვატარებთ და ვანხორციელებთ კაპიტალურ პროექტებსა და ტენდერებს, არ ჯობდა რომ ესენი დროებით გვერდზე გადაგვედო? და ეს თანხები ამ მოწყვლადი გაჭირვებული ოჯახებისკენ მიგვემართა?

Facebook Comments
x

Check Also

სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და ...