Home » მთავარი » სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება, ეროვნული გამოცდები ჩვეულებრივად ჩატარდება

სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება, ეროვნული გამოცდები ჩვეულებრივად ჩატარდება

ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო, გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტიანად დანერგა და გაატარა. „

პრემიერის თქმით, ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, თუმცა  შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული.

ამასთან გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, თუმცა სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...