Home » მთავარი » მომეწონა პრემიერ გახარიას პოზიცია, სოციალური პაკეტებიც ნამდვილად არ დაიწუნება…

მომეწონა პრემიერ გახარიას პოზიცია, სოციალური პაკეტებიც ნამდვილად არ დაიწუნება…

სოსო მანჯავიძე

-ახლახან დავამთავრე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის მოსმენა.

პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ქვეყნის პირველი პირისგან გავიგონეთ სიტყვები,რომლებიც გულსხმობენ სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი მწარმოებლის დაცვა – წახალისებას და გონიერ პროტექციონიზმს.

ეს კი იდეოლოგიურ ცვლილებებს ნიშნავს.

შთამბეჭდავად გამოიყურება მეწარმეების მხარდაჭერის პროექტი -.კერძოდ,დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, ბიზნესის მხარდაჭერისათვის გამოყოფილი 500 მილიონი ლარი და კომერციული ბანკებისთვის გამოყოფილი პირობიანი რესურსი 600 მილიონი ლარის ოდენობით.
ასევე დიდი ეფექტი შეიძლება მოგვცეს თანადაფინანსების პირობების გაუმჯობესებამ ”აწარმოე საქართველოს” პროგრამებში.
სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი გრანტების მოცულობაც -300 მილიონი ლარი -დიდი სტიმული იქნება, ისევე როგორც ერთწლიანი კულტურების დაფინანსება კრედიტით, რომლის პროცენტსაც ბიუჯეტი დაფარავს.

ამან დიდწილად უნდა განაპირობას ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება.
სოციალური პაკეტებიც ნამდვილად არ დაიწუნება, მთავარია, მან ეფექტურად მოიცვას რეალური შიმშილის წინაშე მდგარი ადამიანები და ამაში ჩვენი სოლიდარობაც გადამწყვეტი ფაქტორია.

მომეწონა პრემიერ გახარიას პოზიციაც, რომელმაც ეს პროგრამა ღია დატოვა შენიშვნებისა და დახვეწისათვის.
ეს ძალიან კარგია, რადგან უშეცდომო პროექტი ასეთ არაპროგმოზირებად რეალობაში არ შეიძლება არსებობდეს.
ამიტომ, რაც უფრო მეტად იქნება ჩართული საზოგადოების კონსტრუქციული ნაწილი განხილვებში-მით უკეთესი.
ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელების მენეჯმენტი და საზოგადოების სწორი ინფორმირება.

ღმერთმა ქნას, რომ საქართველო ამ მძიმე კრიზისიდან ნაკლები ზიანით გამოვიდეს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის არსებობა და მომავალი.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...