Home » ბლოგი » ექიმი – არ არის გამორიცხული, რომ კორონა ვირუსი სახეშეცვლილი დახვდეს, ასე შეიძლება განმეორდეს ყოველწლიურად…

ექიმი – არ არის გამორიცხული, რომ კორონა ვირუსი სახეშეცვლილი დახვდეს, ასე შეიძლება განმეორდეს ყოველწლიურად…

მაია ცომაიას ბლოგი

მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ( 21 მარტი და უკვე 48 ინფიცირების შემთხვევა, 2300 ადამიანზე მეტი საკარანტინო ზონაში და თვითიზოლაციაში), შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები – კონკრეტული შედეგების მისაღწევად, კერძოდ სასწავლო პროცესის შეჩერბა, ჯარში გაწვევა, საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი გადაყვანა დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე, ეტაპობრივად შეიზღუდა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა,დაწესდა საკარანტინო პროცედურები, გამკაცრდა თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი; დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები, აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა,შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიების ჩატარება – როგორც კულტურული, ისე სპორტული,გაიცა სავაჭრო ობიექტების გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო, საბანკო მომსახურების დახურვის რეკომენდაციები. 31 მარტის 21 საათიდან კი საგანგებო მდგომარეობას დაემატა საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათთან ერთად-თავისი რეგულაციებით. მოქალაქეებს დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლა ეკრძალათ. აკრძალვა ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისია პოლიცია და საშვის მქონე პირები. წესების დამრღვევი არაერთი მოქალაქე უკვე დაჯარიმდა 3000 ლარით. ამ გაუსაძლის რეჟიმს 17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილამდე მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება( 17 აპრილის 8:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 348 შემთხვევა), რომელიც გახანგრძლივდა 27 აპრილამდე.

ახლა გადავხედოთ ათასობით ადამიანის ცხოვრებას ზემოთ ხსენებულ გაუსაძლის პირობებში, სამსახურის გარეშე დარჩენილ, ოთხ კედელში გამომწყვდეული ყოფის აუტანლობას! სტრესი – ეს საშიშროება დღეს თითოეულ ჩვენგანს ემუქრება! დაზიანებული იმუნური სისტემა! კერძოდ, საგრძნობლად ქვეითდება იმუნური, დამცავი უჯრედების გამომუშავება და მომწიფება. სტრესულ მდგომარეობაში კი ადამიანი ყველაზე იოლად იქცევა ინფექციის მსხვერპლად. დისტრესი!

დისტრესი ის სტრესია, რომელთან გამკლავებაც ორგანიზმის ძალებს აღემატება. ის ანგრევს ადამიანის მორალურ ჯანმრთელობას – მძიმე სომატური და ფსიქიკური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. დგება განგაშის სტადია-სტრესული ფაქტორის გავლენით მთელი ორგანიზმი ექსტრემალურ რეჟიმში იწყებს მუშაობას, უჯრედები გაცილებით მეტ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გაძლიერებული მოთხოვნილების გამო ორგანოებიცა და ორგანოთა სისტემებიც გაცილებით სწრაფი მოქმედების რეჟიმში გადადიან და გაძლიერებულად ფუნქციონირებენ. თუ ექსტრემალური რეჟიმი გახანგრძლივდა ან ხშირად გამეორდა, უჯრედები იძულებულნი ხდებიან, მიეჩვიონ მას და კიდევ უფრო მეტი ჟანგბადი და საკვები მოითხოვონ. ამის შემდეგ პროცესში ორგანიზმის საკომპენსაციო მექანიზმები ერთვება და უჯრედების მოთხოვნილება კვლავ კმაყოფილდება. სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმების მობილიზებას. წინააღმდეგობის სტადიას გამოვტოვებ და გადავალ გამოფიტვის სტადიაზე- ორგანიზმის საკომპენსაციო მექანიზმები ამოწურულია. ის უკიდურესად დაბინძურებულია მეტაბოლური ნარჩენებით, რომელთა დროული ალაგება აღარ ძალუძს. თვალნათლივ ვლინდება სტრესის ნეგატიური შედეგები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – ტკივილი მკერდის არეში, გულის რიტმის დარღვევა, ჰიპერტონიული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი; სასუნთქი სისტემის მხრივ – პრობლემები უმთავრესად თავს იჩენს ბრონქული ასთმით დაავადებულებში, ხშირია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ცვლილებებიც; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნაწლავური სისხლდენა, ნერვული ფაქტორებით გამოწვეული საჭმლის მონელების დარღვევა; კუნთოვანი სისტემის მხრივ – ნერვული ტკივილები კუნთებში, რეპროდუქციული ორგანოების მხრივ – მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ერექციული დისფუნქცია, შარდგამომყოფი სისტემის მხრივ – შარდის გამოყოფისა და დეფეკაციის მოშლა; კანის მხრივ – ეგზემა ან ფსორიაზი.

მოგეხსენებათ ჩემი პროფილი ჟურნალისტიკაში სამედიცინო სფეროა და ყურადღებით ვაკვირდები თითოეული ექიმის მოსაზრებას. ფეისბუქზე ოჯახის ექიმის, პედიატრის, ანთროპოსოფიული მედიცინის ექსპერტის თამარ ვაშაკიძის მოსაზრებას და უცვლელად შემოგთავაზებთ

თამარ ვაშაკიძე – დღეს დიდ პრობლემად მიმაჩნია ის, რომ ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ საკუთარი ორგანიზმისადმი და გარემოსადმი ნდობა.

საკუთარი ორგანიზმისადმი ნდობაში ვგულისხმობ რწმენას საკუთარი ჯანმრთელობის, თვითგანკურნების ძალებისა და გაჯანმრთელების უნარის მიმართ, რაც გვიქმნის საყრდენს.

ცოტა ხნის წინ, ინფექციის სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში, საჭიროდ ვთვლიდით სისხლის ანალიზის გაკეთებას, რისი მთავარი მიზანიც იყო ბაქტერიული ინფექციის გამორიცხვა, საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპიის დროული დაწყებისთვის, ვირუსის შემთხვევაში კი მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ორგანიზმი თვითონ მოერეოდა პროცესს. რამდენიმე დღის წინ ბაქტერიული ინფექციის დადასტურება გაუხარდა ჩემს პაციენტს. ეხლა ვირუსი გახდა უფრო საშიში?

SARS-CoV-2 -ის ელიმინაციას ან ერადიკაციას ახლო მომავალში არ უნდა ველოდეთ. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ შემდგომი ათწლეულების მანძილზე მოგვიწევს მის შეცვლილ, მუტაციურ ფორმებთან ჭიდილი. გამოსავალია გადადებისგან თავდაცვა და თანდათან საზოგადოებრივი, ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავება.

მედიცინაში დამკვიდრებულია რწმენა იმისა, რომ აცრებით შეიძლება ყველა გადამდები ინფექციისგან თავის დაცვა. ეს შეცდომაა. თვით გრიპის აცრაც 10-30%-მდე იცავს. ყოველი ვაქცინა კონკრეტული მიკრობისგან იცავს ადამიანს და თუ ვაქცინა რამოდენიმე თვეში იქნება, არ არის გამორიცხული, რომ ეს კორონა ვირუსი სახეშეცვლილი დახვდეს. ასე შეიძლება განმეორდეს ყოველწლიურად.

ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენი ორგანიზმის თავდაცვის უნარს. ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში გადავამოწმოთ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა და დავეხმაროთ ორგანოებს ნორმალური ფუნქციის აღდგენა-შენარჩუნებაში, რაც შესაძლებელია ბუნებრივი საშუალებებით. ამასთანავე უნდა შევუწყოთ ხელი საკუთარ ჯანმრთელობას ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეს არის: მავნე ჩვევებზე, ალკოჰოლზე და შაქრის ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმა, ცხოვრების რიტმის დაცვა, პირადი ჰიგიენა, საკმარისი, მაგრამ არა გადაჭარბებული ძილი, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და მზესთან კონტაქტი. საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს, ხსნა ვაქცინაში არ არის. როგორც დღეს სწორად ამბობენ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კორონა ვირუსთან ერთად.

პოზიტიური მიმართება და ნდობა უნდა გვქონდეს გარემოსადმი, ბუნებისადმი. ბუნებასთან კავშირი გამაჯანსაღებელია. უნდა დავძლიოთ შიში, რომელიც მხოლოდ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს იმუნურ სისტემაზე. უფრო მეტიც, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვისაც, ისინი ხომ უფროსებს ბაძავენ. პატარა ბავშვებისთვის კი ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს გარემოსადმი ნდობას. მათთვის სამყარო კეთილი და მშვენიერი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაუჭირდებათ საკუთარი თავისადმი და სამყაროსადმი ნდობის ჩამოყალიბება და შეერყევათ საკუთარი იდენტობის განცდა, რაც სამომავლოდ ცუდი შედეგის მომტანი იქნება.

კორონა ვირუსის პანდემია გვაცნობიერებინებს იმას, თუ რამდენად მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება დღეს კაცობრიობას თანაადამიანების ჯანმრთელობასთან, მომავალ თაობასთან და დედამიწასთან მიმართებაში.

ვენდოთ ჩვენს თავს და ჩვენ გარემომცველ სამყაროს. ჩვენც ხომ მისი ნაწილი ვართ. ნდობის გარეშე შეუძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული და სულიერი სამყაროსადმი რწმენა, რაც იმედის საფუძველია

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...