Home » მთავარი » როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი დარგის სპეციალისტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების რეკომენდაციას გასცემენ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს.

“ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ჩვენ ბრძოლა არ დაგვისრულებია. ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვება, მაშინვე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...