Home » მთავარი » 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების გზები (ვიდეო)

300 ლარიანი კომპენსაციის მიღების გზები (ვიდეო)

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე

-“მიმდინარე წლის მაისიდან იწყება ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაწევა თვითდასაქმებულებისთვის. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის მისაღებად არ იქნება საჭირო არანაირი დამატებითი ინფორმაციის, მტკიცებულების წარმოდგენა შემოსავლის წყაროს შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ უკვე იდენტიფიცირებულია 150 ათასამდე თვითდასაქმებული, რომელსაც არ დასჭირდება არანაირი შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და ეს იდენტიფიკაციის კრიტერიუმები არიას საკმაოდ ცხადი. რეგისტრირებული თვითდასაქმებულები კიდევ იყოფიან კატეგორიებად იმის მიხედვით, თუ რა საგადასახადო სტატუსი გააჩნიათ მათ შემოსავლების სამსახურში.


მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირს, ერთხელ მაინც აქვს წარდგენილი 2020 წლის პირველ კვარტალში დეკლარაცია ან ამავე პერიოდში, ერთხელ მაინც თუ აქვს გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და ამორტყმული აქვს საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი, მას შეეძლება მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია. ასევე, მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც განმსაზღვრელი იქნება კრიტერიუმად დეკლარაცია. თუ მათ ერთხელ მაინც აქვთ ჩაბარებული დეკლარაცია 2020 წლის პირველ კვარტალში ან ერთხელ მაინც თუ აქვთ გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში იგზავნება ბაზრობის ორგანიზატორებისგან შესაბამისი სიები და ესეთი პირი თუ დაფიქსირებული იქნება ამ სიაში, მას შეეძლება მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. ამ შემთხვევაში საუბარია ამ იდენტიფიცრების საშუალებიდან ერთ-ერთს მაინც თუ აკმაყოფილებს პირი, მას შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.

პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას – ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც შექმნილია პირებისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებში და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში. ასეთი პირებისთვის მათი რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ კომპენსაცია.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან – ეს არის გადამხდელების კატეგორია, რომელთა შემოსავალი არის 30 000 ლარამდე. მიკრო ბიზნესად რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე 60 000- ზე მეტი პირია საქართველოში რეგისტრირებული

თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითისთვის, ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი: შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი. იურიდიულ პირებს ამ დოკუმენტის შენახვის ვალდებულება აქვთ 3 წლის განმავლობაში და შესაბამისად, თუ მათთან ფიზიკურ პირებს რაიმე ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ასეთ დოკუმენტებში ისინი აუცილებლად დაფიქსირდებოდნენ. ეს შეიძლება იყოს საბანკო ამონაწერებიც, სადაც გამოჩნდება მათი შემოსავლის წყარო და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების აქტი. ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე სახის საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, იქნება ეს ნებართვა ლიცენზია თუ ა.შ.

თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. კომპენსაციის მოთხოვნის წესი შემდეგნაირია: ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა და საბანკო რეკვიზიტები, ეს ეხება როგორც იდენტიფიცირებულ, ასევე არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულს,”

Facebook Comments
x

Check Also

“რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

დავით ნებიერიძე მაშ ასე, შევიტანოთ აუცილებელი განმარტებები ივანიშვილთან მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების დეტალებში: პოლიტიკური ვითარების ...