Home » მთავარი » ქვეყანაში პირველად ბოლო 24 საათის განმავლობაში უფრო მეტი გამოჯანმრთელებულია
ეზუგბაია

ქვეყანაში პირველად ბოლო 24 საათის განმავლობაში უფრო მეტი გამოჯანმრთელებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში პირველად ბოლო 24 საათის განმავლობაში უფრო მეტი გამოჯანმრთელებულია, ვიდრე ახალი ინფიცირების შემთხვევა.

“დაგვემატა სულ 6 ახალი შემთხვევა და 517 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით, დაგვემატა 12 და 168 არის. პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობა არის და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 517
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 168
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 5153
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

Facebook Comments
x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...