Home » მთავარი » შეუფარდებენ თუ არა წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებას ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს…

შეუფარდებენ თუ არა წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებას ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს…

დღეს გაირკვევა შეუფარდებენ თუ არა წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებას ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს.

პროცესის დაწყებამდე საგანგებო განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა და მოითხოვეს, რომ მღვდელმსახური პატიმრობიდან ყოველგვარი პირობის გარეშე გაათავისუფლონ. უფლებადამცველების მტკიცებით, შეიარაღებული დაპირისპირება არ მომხდარა და გამოძიებას საქმის მთავარი მტკიცებულება, ცეცხლსასროლი იარაღი, არ ამოუღია.

ბექა ნემსიწვერიძე

ადვოკატი

-საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის დანაშაულს დაამტკიცებდა. ერთ-ერთი მოწმე ვარაუდობს, რომ შეიძლება მამა დავითი ყოფილიყო სროლის განმახორციელებელი. ჩემი  ინფორმაციით, სასულიერო პირს იმ დღეს მონასტერი არ დაუტოვებია.

ალექსანდრე კობაიძე

ადვოკატი

“დაცვის მხარე აპირებს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატაროს, რამდენად რეალურს საუბრობს ეს მოწმე, როგორ შეძლებდა ის ფაქტობრივად დაენახა, რომ ჯერ ვიღაც პირი იყო და მერე ვინც იარაღი ისროლა მამა დავითი იყო. ეს არის აბსურდი და სხვა არაფერი. არცერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება მამა დავითის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და რომ რაიმე ფორმით კონფლიქტი ჰქონოდა მამა დავითს სასულიერო პირებთან, მით უმეტეს მამა საბასთან. შეგნებულად ხორციელდება ეკლესიის დისკრედიტაცია”.

თავად სასულიერო პირი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ,  გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულმა წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა, იგივე კობა კობაიძემ, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...