Home » მედიცინა » “კამელინი” სიმსივნის წინააღმდეგ – ქართულია!

“კამელინი” სიმსივნის წინააღმდეგ – ქართულია!

ცნობილი ქირურგისა და მეცნიერის ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ შექმნილი ქართული პრეპარატი “კამელინი“ მაღალი ბიოლოგიური აქტივობის რამდენიმე ბუნებრივი ნაერთის ერთობლიობაა და მისი გამოყენება იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან. პროფილაქტიკური მიზნით “კამელინის” კაფსულების მიღება ვირუსული ინფექციებისგან (გრიპისგან) თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ,,კამელინის“ წინაკლინიკურმა და კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა მისი როგორც ციტოტოქსიური მოქმედება უშუალოდ სიმსივნეზე, ასევე იმუნური ზედამხედველობის გაძლიერება სიმსივნურ პროცესებზე. კამელინი ასუსტებს ქიმიოთერაპიით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს, საგრძნობლად ამცირებს სიმსივნის რეციდივირებისა და მეტასტაზების წარმოქმნის რისკს.

ონკოლოგიური დაავადებების დროს აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა ყველა საჭირო საშუალებით. მათთან შერწყმული კამელინით მკურნალობა კი აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს, ამცირებს ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის გვერდით მოვლენებს.

გვესაუბრება ფარმაცევტულ-სამეცნიერო კომპანია კამელინის ექიმი კონსულტანტი თამარ ცერცვაძე:

-მოგეხსენებათ, პრეპარატ „კამელინს“ სამედიცინო საზოგადოების მხრიდან ინტერესი და თანადგომა ჯერ კიდევ პრეპარატის ავტორის, ქირურგის ბენედიქტე მაღლაკელიძის სიცოცხლეშივე ჰქონდა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი პრეპარატზე უდიდეს კლინიკურ–ექსპერიმენტულ კვლევებს გამოჩენილ მეცნიერთა და ექიმთა ჯგუფის მხარდაჭერით როგორც საქართველოში, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებში, რომლის შედეგადაც მტკიცდებოდა პრეპარატის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. 2004 წლიდან კი პრეპარატ „კამელინის“ ავტორის პირად არქივებში დაცულ უზარმაზარ პრაქტიკულ მასალაზე დაყრდნობით დაფუძვნდა თანამედროვე სტანდარტების მქონე ფარმაცევტული კომპანია „კამელინი“ და შეიქმნა სამეცნიერო ჯგუფი. დაიწყო პრეაპარატ „კამელინის“ უნიკალური თვისებების ახლებური კვლევა საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო–კლინიკურ ინსტიტუტებში. შემდგომმა ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „კამელინი“ ხასიათდება სხვა თვისებებითაც. „კამელინის“ სუბსტანციაზე წამლის სხვა ფორმების (კაფსულები, მალამო, სანთლები, სპრეი) შექმნამ, ასევე ორგანიზმში შეყვანის ახალმა მეთოდებმა (ელექროფორეზი, ულტრაფონოფორეზი, ინჰალაცია და სხვა) მნიშვნელოვნად გააფართოვა ამ პრეპარატის კლინიკური გამოყენების სფერო. „კამელინი“ 100 %–ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული, გააჩნია ანთების აწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

-ქ-ნო თამარ, ახლახანს, ამერიკულ ჟურნალ “American Journal of Biomedical and Life Sciences” გამოქვეყნდა უკრაინელ მეცნიერთა ნაშრომი სათაურით-პრეპარატ კამელინის ეგზოგენური პეპტიდების ზემოქმედების შესწავლა რეციდივირების რისკის ფაქტორზე ჰეპატოცელულარული კარცინომის (ღვიძლის კიბოს) დროს.

-დიახ, კვლევა ჩატარდა უკრაინის რამდენიმე სამეცნიერო ცენტრში: 1.ექსპერიმენტული პათოლოგიის, ონკოლოგიისა და რადიობიოლოგიის ექსპერიმენტული ინსტიტუტი. 2.ბოგომოლცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი. 3.კიბოს ეროვნული ინსტიტუტი (უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო). ნაშრომში განხილულია ზრდის ტრანსფორმირებადი ბეტა-1 ფაქტორის (TGF-B1) ზემოქმედება ღვიძლის უჯრედების ონკოგენეზზე. პაციენტების ორი ჯგუფი მონაწილეობდა კვლევაში: პირველი ჯგუფის პაციენტები იტარებდნენ ანტისიმსივნურ ვაქცინაციას. მეორე ჯგუფის პაციენტებს დამატებით ეძლეოდათ კამელინი, რომელიც შეიცავს ეგზოგენური პეპტიდების კომპლექსს. კვლევით დადგინდა, რომ ანტისიმსივნური ვაქცინაცია დადებითად მოქმედებს T-უჯრედული იმუნიტეტის აქტიობაზე და ინტერლეიკინ-2-ის ექსპრესიაზე. მკურნალობის სქემაში კამელინის ჩართვით შემცირდა TGF-B1 ექსპრესია. აღნიშნულ ჯგუფში რეციდივირების დაბალმა სიხშირემ, მკვლევარებს მისცა საფუძველი ვარაუდის, რომ კამელინის ჩართვით მკურნალობაში შესაძლებელია ჰეპატოცელულარული კარცინომის რეციდივირებისა და მეტასტაზირების რისკების შემცირება. მეცნიერთა აზრით, შემდგომი კვლევები შესაძლებელს გახდის ღვიძლის კიბოს მკურნალობისა და პროგრესირების პროფილაქტიკის სტრატეგიის გაუმჯობესების. ასევე, იმუნოკორექტორ კამელინის გამოყენებით, სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება პაციენტებში ქრონიკული ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პრეპარატს არცერთი კვლევისას არ გამოუვლენია უკუჩვენებები და მისი შეთავსება შესაძლებელია ყველა სამკურნალო საშუალებასთან.

პრეპარატ კამელინის 5-ივე ფორმა იყიდება ყველა აფთიაქში რეცეპტის გარეშე!

„კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა

დარეკეთ: 2-98-62-25 (ოფისი); 599 33 10 89; 599 23 03 33

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...