Home » მთავარი » ისრაელში საბავშვო ბაღები კვირის ბოლოდან გაიხსნება

ისრაელში საბავშვო ბაღები კვირის ბოლოდან გაიხსნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუმის ინფორმაციით, ისრაელში სავაჭრო ცენტრები და ღია ტიპის ბაზრობები მიმდინარე კვირის ხუთშაბათიდან გაიხსნება. პრემიერი აცხადებს, რომ შემსუბუქებული შეზღუდვების ფარგლებში უქმდება რეგულაცია, რომელიც მოქალაქეებს აიძულებდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან მხოლოდ 100 მეტრის რადიუსის მანძილით გადაადგილებულიყვნენ. გარდა ამისა, დასაშვები ხდება 20-მდე პირის შეკრება და ქორწილები, სადაც 50-მდე ადამიანი იქნება თავშეყრილი.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სკოლამდელი დაწესებულებები ქვეყანაში კვირის ბოლოდან გაიხსნება, სპორტული და გასართობი დაწესებულებები კი ეტაპობრივად ივნისის შუა რიცხვებამდე განაახლებს ფუნქციონირებას. რემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მეორე ტალღის შესაძლებლობა არსებობს და იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდება, შეზღუდვები კვლავ დაწესდება.

Facebook Comments
x

Check Also

ეს ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით, აცდენილია ყველა გონივრულ ზღვარს!

ნიკოლაოს მუხსიადის მეან-გინეკოლოგი, მცირეინვაზიური ქირურგიის სპეციალისტი ( ენდოსკოპისტი). ხარისხის კონტროლის მენეჯერი) როგორც ყოველთვის, 2012 წლიდან ...