Home » მთავარი » ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები

ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციო საბჭოს მესამე დისტანციური სხდომა გაიმართა. საბჭოს შეხვედრას სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უხელმძღვანელა. ვიდეო კონფერენციაზე ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე იმსჯელეს. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების ინფორმირება მათ მშობლიურ ენაზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

“გავაცანით ყველა ის აქტივობა, რასაც ახორციელებს სახელმწიფო, მათ შორის ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანია COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში, რომლის ამოცანაა საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა მიიტანოს მაქსიმალურად ინფორმაცია. ვისაუბრეთ ასევე იმაზე როგორ შეიძლება კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ მოქალაქეები ჩართული ამ კრიტიკულ ფაზაში, როდესაც ვიწყებთ ეკონომიკური გახსნის პროცესსაც,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...