Home » მთავარი » ე.წ. კანონიერი ქურდები და უფლებადამცველი პრეზიდენტის წინააღმდეგ

ე.წ. კანონიერი ქურდები და უფლებადამცველი პრეზიდენტის წინააღმდეგ

ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს უჩივიან.

საქმე იმაშია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კრიმინალური სამყაროს “ავტორიტეტებად” წოდებულმა ილია სამსონიამ და დავით გერლიანმა  სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მარტო არ არიან და პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს სხვა ე.წ. ავტორიტეტებიც ამზადებენ.

სარცელის მიზეზი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არაერთ კრიმინალურ “ავტორიტეტს“ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ამის გამო კი მათ სხვა ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდათ.

ძირითადად, საუბარია იმ “კანონიერ ქურდებზე”, რომლებიც 2013-18 წლებში საქართველოს სასამართლოებმა უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მათ ქვეყანა მაინც დაატოვებინეს.

არსებული ინფორმაციით, მათი უმეტესობა სხვა ქვეყნებში ყალბი დოკუმენტაციით რამდენჯერმე დააკავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საქართველოს ეცნობა, პრეზიდენტმა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.

“კანონიერი ქურდების” – ილია სამსონიას და დავით გერლიანის უფლებადამცველია ადვოკატი თამარ აბესაძე, რომელიც აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფებს მოქალაქეობა კანონდარღვევით ჩამოართვა.

“როდესაც იღებ გადაწყვეტილებას და მოქალაქეობას ართმევ შენი ქვეყნის მოქალაქეს, აუცილებლად უნდა გქონდეს იმ სახელმწიფოდან მოწერილი, დადასტურებული, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ, მაგალითად, ილო სამსონიამ მიმართა იტალიის სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების მიზნით. ადმინისტრაცია ვალდებულია, ბოლომდე გამოიკვლიოს, მისი ქვეყნის მოქალაქემ უარი თქვა მოქალაქეობაზე და იმიტომ ართმევ მოქალაქეობას?! ასეთი დოკუმენტაცია არ არსებობს. სასამართლოში სწორედაც რომ დავაყენეთ შუამდგომლობა ამასთან დაკავშირებით და სასამართლო დაავალებს ახლა პრეზიდენტს, რომ წარმოადგინოს სრული მასალა, გამოკვლეული ინფორმაციები, სწორია თუ არა მის მიერ გაცემული განკარგულება მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ეს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, ეს არის უსაფრთხოების სამსახურის, სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ბნელი გეგმა, რომელიც არ ჩანს არსად და რომლითაც ხელი შეეშლება ამ ე.წ. კანონიერი ქურდების დეპორტს საქართველოში,”- განაცხადა თამარ აბესაძემ.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფტათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. აბესაძე ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – “კანონიერი ქურდების” საქართველოში დეპორტაციის ხელის შეშლას.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...