Home » ეკონომიკა » გარანტირებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის  სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა!

გარანტირებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის  სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა!

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

მსოფლიოში, covid 19-ის სასიკვდილო მარშის პირობებში, აღსანიშნია ქვეყანაში შენარჩუნებული  სტაბილურობა და ჯანმრთელობა. თუმცა, არა ეკონომიკური ჯანმრთელობის მიმართულებით.

თვალსაჩინოა მთავრობასა და ექიმებს შორის თანამშრომლობის ფორმატი, რომლის შედეგია covid 19-ის გავრცელების მცირე მასშტაბები. თუმცა, მთავრობასა და ეკონომისტებს შორის როგორი ხარისხის თანამშრომლობაც არსებობს, იმ სიღრმის ეკონომიკური პრობლემებიც გვაქვს ქვეყანაში. ფაქტია, რომ ეკონომიკური ჯანმრთელობის პრობლემები ქრონიკულშია  გადასული და აღარ ემორჩილება არც მკურნალობას, არც თანამშრომლობას და არც რეკონსტრუქციას. გამოსავალი მხოლოდ ცვლილებებშია.

გასათვალისწინებელია, რომ როგორც ჯანდაცვის სფეროში გვაქვს მდგომარეობის მართვის  სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლი) და რეკომენდაციები (გაიდლაინი), ასევე გვჭირდება ეკონომიკურ პოლიტიკაშიც. აღვნიშნავ, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაში როგორი ზოგადიცაა მიდგომები, ისე რომ ჯანდაცვაში ყოფილიყო, ჯანმრთელი მოსახლეობის რაოდენობა მცირე იქნებოდა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ეკონომიკური ძვრები არ იწყება მხოლოდ კანონებით ან/და დოკუმენტების მიღებით, ან მხოლოდ პროგრამებით, ის უნდა დაიწყოს ახალი ადამიანური რესურსით. ახლა ეკონომიკური ასპარეზი ახალ რესურსს უნდა დაეთმოს.

არსებითია აღინიშნოს, რომ თუ გლობალური გამოწვევების შესაბამისი ეკონომიკური მორგების პოლიტიკა არ შეიქმნა და ეკონომიკური სისტემის ძირეული გარდაქმნა არ მოხდა, ვერც ძირითად პრობლემებს დავძლევთ და ვერც გლობალურ სივრცეში ადგილს ვერ დავიმკვიდრებთ.

ისეთ მოცემულობაში ვართ, რომ ერთსა და იმავე პოლიტიკის, შიშისა და ყველაფერზე თვალების დახუჭვის დრო აღარ არის. თითოეული ოჯახის მდგომარეობა მხოლოდ პოლიტიკური გარემოს მუშაობაზე, აკადემიურ უნარებსა და ქარიზმატულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ასეთი პოლიტიკური გარემო კი უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებაში ბუნებრივად აღმოცენებული აკადემიური და ინიციატივიანი პირებით.

დაბოლოს, როგორც ჯანდაცვის სისტემის მომსახურების მიღება არის თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლება, ასევე გარანტირებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის  სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...