Home » მთავარი » ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებას, ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია…

ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებას, ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია…

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილება 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ შეიზღუდა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენაზე, მერიაში დარგის სპეციალისტების მითითებებს ელოდებიან.

„ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით, დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, – განმარტა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...