Home » მთავარი » ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება გადაიდო

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება გადაიდო

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება გადაიდო. 10 ბრალდებულიდან ბრალს მხოლოდ 9 აღიარებს, ხოლო ის პირი, ვინც დანაშაულის გაუცხადებლობაშია ბრალდებული, საპროცესო შეთანხმებას ხელს არ აწერს. სასამართლომ მას საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო 18 მაისამდე მისცა.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სულ 22 პირია ბრალდებული, მათ შორის არიან ბავშვების მშობლები და მასწავლებლები, აქედან ყველას 17-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. მათ შორის, ვინც საპროცესო შეთანხმებას აწერს ხელს, იქნება ამერიკის მოქალაქეც, რომელიც სქემის ორგანიზატორად ითვლება. მას საგამოძიებო უწყება 10 წლიან პატიმრობას და 20 ათას ლარიან ჯარიმას სთავაზობს.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...