Home » მთავარი » სოფელი გეტა განსაკუთრებულად მკაცრ კარანტინშია

სოფელი გეტა განსაკუთრებულად მკაცრ კარანტინშია

სოფელი გეტა განსაკუთრებულად მკაცრ კარანტინშია. მიზეზი COVID-19-ია, რომელიც გუშინ 8 ადგილობრივს, ე.წ გაფართოებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა.

დაფიქსირებული  15 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან არის. აქედან 8 გეტადან, 7 კი სოფელ მუშევანში აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია, ხოლო მათი კონტაქტები მოძიებული.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის თქმით, ყველა პირი რომელსაც გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდგინა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მათ ინფექციის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული.  გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 393-ია.

 

Facebook Comments
x

Check Also

ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს

გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. „პრობლემა გახლავთ ის, რომ დღეს, როდესაც უმწვავესი კრიზისის ...