Home » მთავარი » საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

17 მაისს სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანების, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ.

ავტო-კოლონით მსვლელობა 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...