Home » მთავარი » სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მოიმატებს…

სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მოიმატებს…

ყველა პროგნოზით და დიდი ალბათობით, საფრთხე იარსებებს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომაზეც. სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მოიმატებს, რადგან დაიწყება რესპირატორული დაავადებების სეზონი და შესაბამისად, საფრთხეც გაიზრდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ანატომია“.

„უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, დავიცვათ სოციალური დისტანცია, თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ, დახურულ სივრცეებში პირბადე ვატაროთ. ხელის დაბანას აღარ გავიმეორებ, რადგან ეს სხვა დროსაც არ გვაწყენს“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ტურისტული სეზონის გახსნა განსაკუთრებულ რისკთან არაა დაკავშირებული, რადგან სასაზღვრო კონტროლი ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანის შემოსვლის რისკს გამორიცხავს.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...