Home » მთავარი » ადვოკატს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში შეაქვს

ადვოკატს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში შეაქვს

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პრეზიდენტის შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით საჩივარს პროკურატურაში დღეს შეიტანს.

უფლებადამცველის განცხადებით, დარღვევაა ის, რომ მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის შეწყალებასთან დაკავშირებით არ მიუმართავთ და მათი საქმე არც შესაბამის კომისიას განუხილავს.

“წმინდა წყლის სამოხელეო დანაშაულია ჩადენილი, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მსჯავრდებულებს არ მიუმართავთ პრეზიდენტისთვის, ეს ერთმნიშვნელოვანი გარემოებაა, ასევე, კომისიას არ განუხილავს და პიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რისი უფლებაც პრეზიდენტს არ ჰქონდა. სწორედაც, გირგვლიანის მკვლელები როდესაც მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, სწორედ მაგაზეა გასამართლებული, რომ ის პროცედურები არ დაიცვა, რა პროცედურებიც ახლავს შეწყალებას. ამიტომ, მე იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან მალე მოგვევლინება ბრალდებულის სკამზე,” – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დადგინდა

განათლების სამინისტრომ პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დაადგინა.  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის ...