Home » მთავარი » ვფიქრობ, ამ არჩევნებში ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ…

ვფიქრობ, ამ არჩევნებში ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ…

გიორგი კახიანი: „ოპოზიციის მხრიდან ერთი კანდიდატის წარდგენა დამღუპველი იქნება იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ „ასოცირდებიან ნაციონალურ“ მოძრაობასთან“

 

„საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებული იყო. 23 მაისიდან, მას შემდეგ რაც საგანგებო მდგომარეობა დასრულება,  საკონსტიტუციო ცვლილებების  ჯერ საყოველთაო-სახალხო განხილვა გაგრძელდება შემდგომ კი, საპარლამენტო განხილვები გაიმართება. თუ ოპოზიციის მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა, ივლისის მეორე ნახევარში ჩვენ გვექნება კონსტიტუციაში ასახული მიღწეული შეთანხმება“, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების შედეგად, პოლიტიკური პარტიებისთვის გადასალახი  მინიმალური ბარიერი არის 1%-იანი. ხოლო რაც შეეხება ბლოკების გაერთიანებას, ესეც იყო ოპოზიციის მოთხოვნა რომელსაც ხელისუფლებამ მხარი ასევე დაუჭირა.

„ხელისუფლებისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა საარჩევნო ოლქში, ოპოზიცია, საერთო კანდიდატს დააყენებს თუ ცალ-ცალკე. ვფიქრობ, ამ არჩევნებში ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, მაგრამ ის თამაში, რომ ოპოზიციას ერთი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სხვა პოლიტიკურ პარტიებზე თავსმოხვეული თემა, რადგან ასეთი მიდგომა მათ აწყობთ. ეს იქნება დამღუპველი იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ „ასოცირდებიან ნაციონალურ“ მოძრაობასთან“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.​

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...