Home » მთავარი » „თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“

„თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“

„საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში შევარდნაძის დროს, შემდეგ მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს მათი არჩევანია, მაგრამ თუ მათი არჩევანის საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ივნისის ბოლოს, სამივე მოსმენით გავა კენჭისყრაზე და ამ დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა.

„თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამის გამო ჩავარდება კანონპროექტი, ეს იქნება მათი სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...