Home » მთავარი » მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე

მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე

დიმიტრი ხუნდაძე:„ ქართული ოცნების“ გუნდმა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც დღემდე მთავარ პრიორიტეტად რჩება

„საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად გლობალურად მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, ამ ეტაპისათვის საქართველომ ყველასათვის სასურველ შედეგს მიაღწია“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ასეთი წარმატება სწორი სტრატეგიის შედეგად იქნა მიღწეული. „თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემია არ დასრულებულა, ინფექციის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს, რაზეც საუბრობენ დარგის აღიარებული სპეციალისტები.  როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 22 მაისს  ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ამისთვის აუცილებელია დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი; საკარანტინო სივრცეების მართვა; საჭიროების შემთხვევაში, კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება; პრევენციული ღონისძიებებისათვის აუცილებელი ვალდებულებების შემოღება, მაგ. პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება და ა. შ.“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები დღეს ბიუროს წარედგინება და საკომიტეტო მოსმენების შემდეგ სესიაზე განიხილება. „ცვლილებების მიღების შემდეგ აღარ იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის კვლავ გამოცხადება და პარლამენტში მისი მხარდაჭერა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი არ შეეშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. „ქართული ოცნების“ გუნდმა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც დღემდე მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ ცვლილებების არსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას და მათი სიცოცხლის დაცვას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...