Home » მთავარი » საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საია დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საია დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საია დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

“ახალგაზრდა იურისტები” ამტკიცებენ, რომ შესწორებები, რომელიც კანონმდებლებმა მიიღეს, არაკონსტიტუციურია.

“გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ უფლების შეზღუდვა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას. იმავდროულად, შრომის თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ კანონით, ანუ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე უნდა ხდებოდეს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაცია მთავრობას ანიჭებს განუსაზღვრელ უფლებამოსილებას. რეალურად პარლამენტი არის რეგულაციის მიღმა დატოვებული. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,” – აღნიშნა  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

 

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments