Home » მთავარი » სხვა გამოსავალი არ გახსენდებათ, ბატონო ამირან? ავსტრიაში საზოგადოებრივი ტრანპორტი არ გაჩერებულა!

სხვა გამოსავალი არ გახსენდებათ, ბატონო ამირან? ავსტრიაში საზოგადოებრივი ტრანპორტი არ გაჩერებულა!

“იგივე მასშტაბით რომ იმუშაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, II ტალღას მივიღებთ”-  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ა იგივე მასშტაბით იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსებუთ გადაადგილება, მალე მივიღებთ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას.

ამიტომ ეს წესები, ონლაინ მუშაობა იმიტომ დაუშვა სახელმწიფომ… ამიტომ ვამბობთ, რომ კორონავირუსმა მთელს მსოფლიოში ბევრი რამე შეცვალა, შეარყია სამყარო, ბევრი სამსახური გადავა ონლაინ სამუშაოზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება.”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ამ განცხადებას ავსტრიაში მყოფი თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე ეხმიანება:

-არც ერთი წამით არ გაჩერებულა ავსტრიაში საზოგადოებრივი ტრანპორტი! გაჩერება, დაპაუზება, დანგრევა ადვილია! სხვა გამოსავალი არ გახსენდებათ ბატონო ამირან? იქნებ დაასუფთავოთ ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქნებ დაამატოთ მეტი ავტობუსი. იმდენი “იქნებ” არის რისი გაკეთებაც შეიძლება! კორონასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატება , გაჩერებით, დაპაუზებით და ჩაკეთვით აღარ იზომება! ბევრი ინფორმაციია ირგვლივ კორონას შესახებ რომ ქვეყანამ სხვა ტემპში…“

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments