Home » მთავარი » დღეს ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებენ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას

დღეს ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებენ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას

საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებენ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებასა და მებრძოლ სულს ემყარება.

„თქვენ ხართ თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი, ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში. საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს. ამ გზაზე განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი დაუმარცხებელი, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, რომელთა მიმართ მზრუნველობა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ისინი თავიანთი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზიანების მიუხედავად, აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის სამსახურს და დაუმრაცხებლებიან არიან ახალი გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments