Home » მთავარი » ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც შიგნით ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება

ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც შიგნით ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება

29 მაისიდან ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება. იხსნება ყველა სახის ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. ამუშავდება ახალი წესები, რომლის დაცვაც მოქალაქეებს მოუწევთ.

“გარკვეული შეზღუდვები იქნება. მაგალითად, მძღოლის ბარიერი იქნება, რომ მძღოლი იყოს დაცული, პირბადეები იქნება მოთხოვნილი და ამის კონტროლს გააკეთებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის დანაყოფები დაგვეხმარებიან, განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში.

ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც შიგნით ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება.

ჯერჯერობით ახალი გადაწყვეტილებაა, მეც ახლა მივიღე ამაზე დავალება და თათბირიდან ახლა გამოვედი. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული რაოდენობრივი კონტროლის დაცვა იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს გადავსება საზოგადოებრივი ტრანსპორტის,” – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

Facebook Comments
x

Check Also

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნებიან. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ...