Home » მთავარი » ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს

ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს

გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„პრობლემა გახლავთ ის, რომ დღეს, როდესაც უმწვავესი კრიზისის დროს, ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში შესატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, ამ დროს სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე. ძალიან კარგად მესმის, რომ ის, რასაც დღეს ვახერხებთ ჩვენი შეზღუდული რესურსებით, არის საკმარისზე ნაკლები, საჭიროზე ნაკლები, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, იყო მხოლოდ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე და ადამიანზე ზრუნვით. ყველა ის პროგრამა, რომელიც მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ფერმერზე, მასწავლებელზე, პოლიციელზე და საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

ახალი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „დღეს ვიწყებთ საგამოცდო ...