Home » მთავარი » ჩვენ რომ გიწვევთ არ მოდიხართ, თქვენ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მოწვევაზე დადიხართ…

ჩვენ რომ გიწვევთ არ მოდიხართ, თქვენ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მოწვევაზე დადიხართ…

გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში ირმა ინაშვილმა განაცხადა:

-იუმორიც საჭიროა ზოგჯერ, მაგრამ არა ამ კონკრეტულ ვითარებაში. მოვუწოდებ ხელისუფლებას შეცვალოთ მიდგომა ოპოზიციისადმი და გოიმებად და არა გოიმებად დაყოფა-კლასიფიკაცია.

გრძელდება პოლიტიკური სპექტაკლი, მე ვფიქრობ სულ არ იყო პრემიერის მოსვლა პარლამენტში დღეს საჭირო. ხვალ რომ ჩვენ მოგიწვიოთ ისევ მოხვალთ? მაგრამ არა, არ მოხვალთ – ჩვენ რომ გიწვევთ არ მოდიხართ, თქვენ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მოწვევაზე დადიხართ.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ ადამიანებს სამართლიანობის რწმენა წაართვით, აგერ, ზონდერი ბასიშვილი წინა სავარძელში მიზის…ან რა ტერმინოლოგია გაქვთ – ჯიგრები ვართო-დაგეჭირათ მხარი ჩვენი რეზოლუციისთის, მაგრამ გჭირდებათ ნაციონალური მოძრაობა, რომ უკეთ გამოჩნდეთ მათ ფონზე, მაგრამ აღარ ჩანხართ უკეთესები!…

მოვუწოდებ ხელისუფლებას, როცა ოპოზიციაზე საუბრობთ დააკონკრეტოთ პარტიები!

თქვენ სიმართლე არ გსიამოვნებთ, მოგწონთ მხოლოდ როცა გაქებენ და ასე ხდება მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში!

მინდა ვუთხრა მოსახლეობას – გავახილოთ თვალი და დავინახოთ რა არის ცუდი და რა კარგი! რა 55% აქვს მთავრობას? დაანებონ ტყუილს თავი! ხალხი უნდა გამოფხიზლდეს! წინასწარ აპირებენ არცევნების შედეგების გაყალბებას და ნაცებთან ახალი თამაში ცუდად დაუმთავრდება მთავრობას! მწარედ დაამტავრებ, მთავრობა!

Facebook Comments
x

Check Also

ახალი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „დღეს ვიწყებთ საგამოცდო ...