Home » მთავარი » “რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

“რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

დავით ნებიერიძე

მაშ ასე, შევიტანოთ აუცილებელი განმარტებები ივანიშვილთან მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების დეტალებში:

პოლიტიკური ვითარების უკიდურესად დამძიმება მოჰყვა ხელისუფკების მიერ 20 ივნისის სისხლის ღვრის მოწყობის შემდეგ ივანიშვილის მხრიდან მთელი მსოფლიოსთვის და ქართველი ხალხისადმი გაცემულმა პირობის – საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ თავხედურ დარღვევას და უპრეცენდენტო მასშტაბის გადაგდებამ.

პროპორციული სისტემის მიღების იდეის გარშემო გაერთიანდა სრულიად ოპოზიცია და ივანიშვილს ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდნენ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთმანეთს ხელსაც არ ართმევდნენ. რამაც ივანიშვილს მყისიერი ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნა. ივანიშვილის მყისიერი კრახი ფაქტიურად გარდაუვალი გახდა. ოპოზიცია მზად იყო დაეცვა თავისი სიმართლე ბოლომდე. რაც რაღათქმაუნდა უკიდურესად დაძაბავდა პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში. მაგრამ ეს იყო კეთილშობილური მიზნებით მოტივირებული ბრძოლა, რომელშიც ივანიშვილი გარდაუვლად დამარცხებოდა.

შესაბამისად, პოლიტიკური უმწვავესი კრიზისის გასანეიტრალებლად და დაძაბულობის გრადუსის დასაწევად, რათა დემოკრატიული პროცესები გარანტირებულად და მშვიდად მისულიყო საპარლამენტო არჩევნებთან და საქართველოოში ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეცვლილიყო დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით პროცესებში თავისივე ინიციატივით ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით.

ამ მოლაპარაკებების შედეგად სამივე მხარემ მივაღწიეთ კომპრომისულ, მაგრამ მშვიდობისთვის გარანტირებულად აუცილებელ 2 პუნქტიან შეთანხმებას:

ივანიშვილმა დათმო საპარლამენტო არჩევნების ძველი სისტემა, რომლითაც აპირებდა გამარჯვების მოპარვას. ხოლო ოპოზიციამ დასთმო სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა და კომპრომისების საფუძველზე შევჯერდით იმ მოდელზე რომელზე გადასვლის პირობაც დადო ივანიშვილმა. ასევე, ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილად, ასევე კომპრომისების საფუძველზე ოპოზიციამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ივანიშვილის ტირანიული რეჟიმისგან შეთანხმების მიღწევის გარანტიად მივიღეთ კონკრეტული პოლიტპატიმრების განთავისუფლების პირობა და ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარანტიები. ეს იყო კომპრომისული შეთანხმება, რომლის სრულად შესრულება სავალდებულოა.
თუ ეს შეთანხმება არ შესრულდება ივანიშვილს მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა. გადამგდებებს არ გუობს ცივილიზებული სამყარო. ხოლო, რეციდივის შემთხვევაში გადამგდები სამაგალითოდ ისჯება.

ანუ, ოპოზიციამ კომპრომისზე წასვლის შედეგად დათმო სრულიად პროპორციული არჩევნების მოთხოვნა, ხოლო ამის საპირწონედ ივანიშვილმა მოგვცა კონკრეტული პოლიტ პატიმრების განთავისუფლების გარანტიები და ეს კონკრეტული პოლიტ პატიმრები სახელი და გვარებით იყვნენ ჩამოთვლილნი შეთანხმების მიღწევის პროცესში.

Facebook Comments
x

Check Also

“ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.  რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ვსილ კობიაშვილმა 4 თანამოაზრესთან ...