Home » ეკონომიკა » რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა.

ინფლაცია ასახავს იმ პრობლემებს, რომელიც გვაქვს ეკონომიკური ჯანმრთელობის, ქვეყნის მზაობის, ბაზრისა და პოლიტიკური გაურკვევლობის მიმართულებით.

საქართველოში ეკონომიკური ისტორია არ იქმნება. მის ნაცვლად გვაქვს მხოლოდ რიტორიკა, რომელიც ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა.

განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში განიხილავენ პანდემიისგან გამოწვეულ ინფლაციას. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ქრონიკულში გადასული ინფლაცია. სამწუხაროდ, კრიზისია თუ მშვიდობიანი ჟამი, ფასები მაინც იზრდება სურსათზე. ფაქტია, რომ საშინაო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე გამოწვევების შესაბამის ეკონომიკურ პოლიტიკას და ვერც მოქალაქეების შესაძლებლობებზე მორგებულ ფასწარმოქმნის პოლიტიკას.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ფასის ზრდა ჭამის გადაჩვევისკენ (შემცირებისკენ) გიბიძგებს. ამას ხომ ფასების ზრდა აღარ ქვია. ამას ქვია საზოგადოების გაბანკროტებისა და შიმშილის ზრდა.

სამწუხაროდ, საშინაო პოლიტიკას ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის სცენარიც არ აქვს. ამიტომაც, გვაქვს დეპრესიული პოლიტიკა,  ზრდადი ფასები და სოციალური პრობლემები.

აღსანიშნია, რომ ანგარიშებში ნაჩვენები ინფლაციის მაჩვენებელი ცუდ მოლოდინს არ ქმნის. საქსტატის შეფასებით, 2020 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ მხოლოდ 6.5 პროცენტი შეადგინა. თუმცა, ფაქტოლოგია მძიმეა. ამასთან, ინფლაცია რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს, ინფლაციის მაჩვენებელმაც კი აზრი დაკარგა. გამოსავალი კი არის ძირითად პროცესებში: შესაცვლელია ქვეყნის ეკონომიკური ლოგიკა და დეპრესიული პოლიტიკური გარემო.

ჯამში, ქვეყანას სჭირდება საშინაო პოლიტიკის წარმმართავი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც: განსაზღვრავენ საშინაო პოლიტიკის განვითარების სცენარებსა და მიმართულებებს, მკაცრად გააკონტროლებენ ეკონომიკურ პოლიტიკის მუშა პროგრამების შექმნას და განხორციელებას, ახალ  პოლიტიკურ სიცოცხლეს შემატებენ ეკონომიკის აღდგენას და მოწინავე როლს შეასრულებენ ქვეყნის გლობალურ გაძლიერებაში.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...