Home » მთავარი » ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები…

ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები…

თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. როგორც იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ოპოზიციის მიერ გავრცელებული ე.წ. ფეიკ ნიუსის მორიგი მაგალითია და სამთავრობო გუნდში არჩევნების დასრულებამდე ცვლილებები არ იგეგმება.

„არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, – განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments