Home » მთავარი » “ერთადერთი გზა, რაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ეს არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა…”

“ერთადერთი გზა, რაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ეს არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა…”

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან  დაკავშირებით, გაერთიანებისაკენ მოუწოდებს და  ამბობს, რომ თბილისში აუცილებელია გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ მმართველ პოლიტიკურ ძალას.

“ერთადერთი გზა, რაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ეს არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ერთობას, რომ ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით, თბილისში უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები. თავი შევიკავოთ ზედმეტი საჯარო განცხადებებისგან. დავსხდეთ ისე, როგორც ჩვენ გვჩვევია და ქვეყნისთვის საჭირო, საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ,”- აცხადებს “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

Facebook Comments
x

Check Also

ახალი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „დღეს ვიწყებთ საგამოცდო ...