Home » მთავარი » სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით – მთავრობის ანგარიში

სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით – მთავრობის ანგარიში

როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით – ვირუსის გადამდებობის ხარისხით და ჯანდაცვის სისტემის მზაობით, სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებებით და სოციუმის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობის ხარისხით.

“საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო 3 ძირითადი ფაქტორით:

1. ვირუსის გადამდებობის ხარისხი და ჯანდაცვის სისტემის მზაობა – ვირუსის მაღალი გადამდებობისა და სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ამოცანა იყო, არ დაგვეშვა ადამიანების მასობრივი დაინფიცირება, რაც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას და შემდგომ კოლაფსს გამოიწვევდა.
2. სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებები – ქვეყანაში სოციუმის სპეციფიკის გათვალისწინებით (რაც თაობების ერთად ცხოვრების ტრადიციას ეფუძნება), ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო რისკჯგუფების (ასაკოვანი, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები) ცალკე გამოყოფა და იზოლირება.
3. სოციუმის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობის ხარისხი – პანდემიასთან ბრძოლის საწყის ეტაპზე დაწესებული რეკომენდაციების აღსრულების ანალიზმა გამოავლინა ამ მეთოდის ფაქტობრივი სისუსტე. შესაბამისად, სასურველი შედეგის მისაღწევად, აუცილებელი გახდა სავალდებულოდ შესასრულებელი შეზღუდვების დაწესება.

სრული ინფორმაცია

http://gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi…pdf

Facebook Comments
x

Check Also

ახალი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „დღეს ვიწყებთ საგამოცდო ...