Home » მთავარი » ენმ-ს მხოლოდ გლდანსა და სამგორში ეყოლება კანდიდატები

ენმ-ს მხოლოდ გლდანსა და სამგორში ეყოლება კანდიდატები

ნიკა მელია

ენმ

-“უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვუყურებთ საარჩევო ოლქებთან დაკავშირებით ვნებათაღელვას, რაც აბსოლუტურად უადგილოა. რამდენიმე სუბიექტმა ჩათვალა რომ ჩვენ მოლაპარაკებებს ხელს ვუშლით. ამის საფუძველი არც არსებობდა და არც არსებობს. იმისათვის, რომ ოლიგარქის წინააღმდეგ ერთიანად ვიბრძოლოთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, თბილისის 6 ოლქს უთმობს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ხოლო, გლდანსა და სამგორში კანდიდატებს დავაყენებთ ჩვენ. ამით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მაჟორიტარებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობას წყვეტს. რაც შეეხება რეგიონებს, აქაც უნდა დავიწყოთ კამპანია. რაც შეეხება კანდიდატებს, თუ იქნება ხალხისთბის ძლიერი კანდიდატი შეთავაზებული, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის”.

Facebook Comments
x

Check Also

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნებიან. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ...