Home » მთავარი » გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე

“გირჩი”

“შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით თბილისში.

გირჩიდან მე განვიხილებოდი,  როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში

მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს რომ გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ლოგიკურად, შეთანხმება საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ 6 ოლქში, ახლა უფრო მარტივი იქნება

რაც შეეხება ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების ან მეორე ტურში გასული (იქ სადაც ერთიან კანდიდატზე შეჯერება ვერ მოხდება) კანდიდატების მხარდაჭერას სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან:

წამგებიანი ილუზიის შექმნაა იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმები უბრალოდ დაჯამდება თუ სხვადასხვა პარტიების ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისკენ

სინამდვილეში მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ ვისაც მეტი შანსი აქვს მიიღოს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები

კონკრეტულად გირჩის ამომრჩევლის ხმები წავა იმ კანდიდატებისკენ ვინც საჯაროდ დაადასტურებს რომ მხარს დაუჭერს იმ ხედვებს რომელთა განსახორციელებლადაც გირჩი აპირებს პარლამენტში ბრძოლას:

– სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება

– ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე

– სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად

– სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება

– რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა

ოპოზიციის ყველა მაჟორიტარულ კანდიდატს, ვისაც ამის სურვილი ექნება, გირჩი მისცემს შესაძლებლობას ესაუბროს ამ და ჩვენი სხვა ხედვების თაობაზე ჩვენს ამომრჩეველს, რათა მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე,”

Facebook Comments
x

Check Also

“ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.  რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ვსილ კობიაშვილმა 4 თანამოაზრესთან ...