Home » მთავარი » შტურმი არ დაწყებულა და მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

შტურმი არ დაწყებულა და მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკროში, შუამთის ქუჩის 22 ნომერიში სადაც ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძეც.

“პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში. არის ჩაკეტილი პირველ სართულზე. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დამატებით გაცნობებთ, რომ დაშავებული არავინ არაა და ოჯახის წევრები არიან უსაფრთხო მდგომარეობაში.  მოლაპარაკება მიდის როგორც პირადად, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებით,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამ ეტაპზე, მამაკაცის დასაკავებლად, რომელიც შეიარაღებულია ჩაკეტილი საკუთარ ბინაში, შტურმი არ დაწყებულა და მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Facebook Comments
x

Check Also

ახალი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „დღეს ვიწყებთ საგამოცდო ...